22:25 14 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0308
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6642
უჯარმის ციხე

უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსის რესტავრაცია დაიწყო

© FB / Sergo Edisherashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (86)
84 0 0

ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი სავარაუდოდ 2022 წლისთვის დასრულდება.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების პროცესი დაიწყო, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

არქიტექტურული კომპლექსი რთულ რელიეფზე 3 ჰექტარ  ფართობზეა გაშენებული. ის ორი ძირითადი ნაწილისგან — ციტადელისა (ზედა ანუ დედაციხე) და ქვედა ციხისაგან შედგება.

ციტადელი მეფეთა სასახლეს, ჯვარპატიოსნის სახელობის კარის მცირე ეკლესიას, მარანსა და წყალსაცავს აერთიანებს და ოთხკუთხა მასიური კედლების მქონე გალავნითაა შემოსაზღვრული. 

გალავნის კედლებზე სიმეტრიული დაშორებითაა განთავსებული სწორკუთხა კოშკები. ციხე-ქალაქი ძლიერ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ქვედა ციხეს თითქმის თავდაპირველი, აუთენტური იერსახე აქვს შენარჩუნებული. 

რეაბილიტაციის I ეტაპი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაყარი მიწის ფენისაგან კომპლექსის ციტადელის გაწმენდას, მისი ცალკეული არქიტექტურული სეგმენტების კონსერვაციასა და ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობას მოიცავს.

„გალავნის შიდა და მიმდებარე სივრცეებზე გრუნტის მოხსნის პროცესი მუდმივი არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კულტურული ფენების დაზიანებას გამორიცხავს“, — აღნიშნულია სააგენტოს ვებგვერდზე.

 

სააგენტოს ინფორმაციით, არქიტექტურული სეგმენტების გაწმენდისა და საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ, ციხე-ქალაქის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედები დამონტაჟდება, მოეწყობა ლითონის საფეხურები და ფლეთილი ქვის ბილიკები.

ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი საშუალოვადიანია, რომელიც, სავარაუდოდ, 2022 წლისთვის დასრულდება. 

შპს „იკორთა 2007“-ის მიერ შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე უჯარმის კომპლექსზე ფიზიკურ სამუშაოებს შპს „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრი“ ახორციელებს. 

უჯარმა ისტორიული ცნობების მიხედვით III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წამოადგენდა. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული.


თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (86)

მთავარი თემები