„განა ეს საოცრება არ არის?!“ – Euronews–ი სუხიშვილების შემოქმედებით აღფრთოვანებულია

© photo: courtesy of Sukhishvili Ensemble"სუხიშვილები"
სუხიშვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის საინფორმაციო ტელეარხი, რომელიც მსოფლიოს 150 ქვეყანაში მაუწყებლობს, ქართული ეროვნული ცეკვებით დაინტერესდა.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ტელეარხმა Euronews საქართველოს ეროვნულ ბალეტ „სუხიშვილებს“ სიუჟეტი მიუძღვნა, ნათქვამია ანსამბლის განცხადებაში სოციალურ ქსელ Facebook-ში.

„სუხიშვილების“ მოცეკვავეებთან შესახვედრად თბილისში Euronews-ის სამხატვრო რედაქტორი ვოლფგანგ შპინდლერი ჩამოვიდა.

„ანსამბლის ისტორია 70-ზე მეტი წლის წინ დაიწყო, როდესაც ცოლ–ქმარმა ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა კომპანია დააარსეს. მას შემდეგ ბალეტმა გადაიტანა სტალინის საბჭოთა კავშირის წითელი ტერორი, ცივი ომი და კავშირის დაშლა, და ცნობილ თანამედროვე დასად გადაიქცა“, – აღნიშნავს ავტორი.

სუხიშვილები - Sputnik საქართველო
შთამბეჭდავ კადრში დაფიქსირებული „სუხიშვილების“ ნახტომი ნიუ-იორკში

შპინდლერმა მაყურებელს ასევე განუცხადა, რომ თბილისის ცენტრში, რიყის პარკში 25 აგვისტომდე შესაძლებელია „სუხიშვილების“ შოუს ნახვა.

„განა ეს საოცრება არ არის? ყოველ შაბათს, 25 აგვისტომდე რიყის პარკში შესაძლებელი იქნება სუხიშვილის სახელობის ეროვნული ბალეტის მომაჯადოებელი შოუს ხილვა“, – აღნიშნა ვოლფგანგ შპინდლერმა.

ამჟამად საქართველოს ეროვნულ ბალეტს სუხიშვილების მესამე თაობა — ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის შვილიშვილები ხელმძღვანელობენ. ანსამბლი 1945 წელს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა დააარსეს. მათ ქართულ ხალხურ ცეკვაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს. ანსამბლი რამდენიმე ათეული წელია უდიდესი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.

„ნინოსა და ილიკოს ცხოვრება: ამბავი ბერიას ფუჭი არშიყისა და ცნობილი ბალერინის დასმენისა">>

თავისი არსებობის განმავლობაში „სუხიშვილებმა" 90 ქვეყანაში 200-ზე მეტი ტურნე გამართეს და 9500 კონცერტი ჩაატარეს. საერთაშორისო პრესამ „სუხიშვილები" „მერვე საოცრებად" მონათლა.

ყველა ახალი ამბავი
0