შთამბეჭდავ კადრში დაფიქსირებული „სუხიშვილების“ ნახტომი ნიუ-იორკში

© Sputnik/Denis Aslanov"სუხიშვილები"
სუხიშვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეგენდარული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ წევრებმა ნიუ-იორკში, ტაიმ-სკვერზე საფირმო და თავბრუდამხვევი ნახტომით თვითმხილველები გააოცეს.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ლეგენდარული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ წევრების შთამბეჭდავი ნახტომი, რომელიც შენელებული კადრითაა დაფიქსირებული, ინტერნეტს იპყრობს.

ანსამბლის ოთხმა სოლისტმა — ბაჩანა ჭანტურიამ, ირაკლი დათუაძემ, მიშკა ვასაძემ და გუგა თოიძემ ნიუ-იორკში, ტაიმ-სკვერზე საფირმო და თავბრუდამხვევი ნახტომის დემონსტრირება მოახდინეს და ქალაქის მცხოვრებლები და სტუმრები გააოცეს.

„სუხიშვილების“ ნახტომი თვითმხილველებმა კამერით გადაიღეს და სოციალურ ქსელში განათავსეს.
პროფესიონალმა მოცეკვავეებმა ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ქართული ფოლკლორის აღორძინება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყეს. „სუხიშვილების“ ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოში პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითზე შემდეგ შეიქმნა სხვა ანსამბლები. ანსამბლი ევროპაში პირველ გასტროლზე 1948 წელს წავიდა.

ნინო რამიშვილი - Sputnik საქართველო
ცეკვა ერთ მილიონზე - „სუხიშვილების“ ანსამბლი დაზღვეულია

მალე ანსამბლმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა, რომელიც დღემდე არ დაუკარგავს. "სუხიშვილები" პირველი ხალხური ცეკვის ანსამბლია, რომელიც მილანში La Scala-ს სცენაზე გამოვიდა, ეს ჯერ კიდევ 1967 წელს მოხდა.

დღეს მსოფლიოში ცნობილ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილის დინასტიის მესამე თაობა უდგას სათავეში. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი კი ნინო სუხიშვილია.

ანსამბლმა ქართულ ცეკვაში ე.წ. "მოდერნ-ბალეტთან" მიახლოებული ინოვაციური რეფორმა განახორციელა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მაინც ქართული ნაციონალური ქორეოგრაფიაა — ანსამბლის მიერ დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორზეა დაფუძნებული.

ყველა ახალი ამბავი
0