06:21 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ფილმი საშიში დედა

ფილმი „საშიში დედა“ კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა

© FB / Scary Mother
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (14)
62 0 0

„ოსკარის“ პრემიაზე საქართველოდან წარდგენილ ფილმს რამდენიმე პრესტიჟული კინოჯილდო აქვს მოპოვებული.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ანა ურუშაძის ფილმი  „საშიში დედა“  სინგაპურში SWAROVSKI–ის პრემიით დაჯილდოვდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„საშიში დედა“ „ოსკარზე“ ნომინირებული (ფილმი „მანდარინები“)  ქართველი კინორეჟისორის ზაზა ურუშაძის ქალიშვილის სადებიუტო ფილმია.

ახალგაზრდა რეჟისორი რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. 

ფილმმა „საშიშმა დედამ“ ლოკარნოს 70–ე  საიუბილეო კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდი“ მოიპოვა. მალე ურუშაძემ სარაევოში საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან–პრი მიიღო. APSA–ს პრემიის გადაცემის ცერემონიაზე, რომელსაც ხშირად „აზიურ ოსკარსაც“ უწოდებენ, ფილმს ორი ჯილდო ხვდა წილად – ჟიურის გრან–პრი და პრიზი ქალის საუკეთესო როლისთვის, რომელიც ნატა მურვანიძეს, ფილმში მთავარი როლის შემსრულებელს გადაეცა.

წელს ფილმი „საშიში დედა" ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის" მოსაპოვებლად ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი" გაიგზავნება.

რამდენიმე დღის წინ „საშიშმა დედამ“ ესპანეთში საერთაშორისო კინოფესტივალ Gijón International Film Festival–ზე სამი პრიზი მიიღო – „საუკეთესო რეჟისორი“ (ანა ურუშაძე),  „საუკეთესო ოპერატორი“ (კონსტანტინე ესაძე),  „საუკეთესო ფილმი“ (ახალგაზრდა ჟიურის ჯილდო). 

დრამა „საშიში დედა" 50 წლის ქართველი დედის, დიასახლის მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის ვნებიან გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში — გონებრივადაც და ფიზიკურადაც.

ფილმი ეხება სტერეოტიპების, მორალური ნორმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემას.

ფესტივალი Singapore International Film Festival–ი 1987 წლიდან ტარდება და საერთაშორისო ფილმების ჩვენებასა და საუკეთესო სინგაპურული კინოს განვითარებისთვის  მასშტაბული პლატფორმის შექმაზეა ფოკუსირებული. 

 

 

თემები:
ქართული კინო (14)

მთავარი თემები