კრის რი საახალწლოდ თბილისში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიბრიტანელი მომღეარალი კრის რი კონცერტზე „კროკუს სიტი ჰოლში“
ბრიტანელი მომღეარალი კრის რი კონცერტზე „კროკუს სიტი ჰოლში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მომღერალი კრის რი თბილისის სპორტის სასახლეში ბენდთან ერთად წარდგება

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, ცნობილი თავისი ჩახლეჩილი ხმით, თბილისში 30 დეკემბერს წარდგება.

მუსიკოსის გამოსვლა თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება სპორტის სასახლის სალაროში და ვებგვერდზე tkt.ge.

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი თბილისში თავის საუკეთესო ბენდთან ერთად წარდგება. ის შეასრულებს როგორც თავის საუკეთესო ჰიტებს, ისე კომპოზიციებს ბოლო ალბომიდან Road Songs For Lovers. 

რიშარ გალიანო - Sputnik საქართველო
ლეგენდარული აკორდეონისტი რიშარ გალიანო თბილისში კონცერტს გამართავს

კრის რი დაიბადა ემიგრანტების ოჯახში მიდლსბროში (იორკშირი).

მომღერალმა წარმატების მწვერვალს მიაღწია 1980-ების ბოლოს — 1990-იანების დასაწყისში, როდესაც გამოვიდა მისი მეათე სტუდიური ალბომი The Road to Hell (1989), რომელსაც საუკეთესო ალბომად მიიჩნევენ, და მომდევნო ალბომი Auberge (1991).

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ (განმეორებითი სიმსივნე კუჭქვეშა ჯირკვლის ამოკვეთით) კრის რიმ მსხვილ ჩამწერ კომპანიებთან თანამშრომლობა შეწყვიტა და ბლუზის ჩაწერა დაიწყო. შედეგად გამოვიდა რამდენიმე ალბომი, მათგან ორი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: ეს არის ალბომი Dancing Down the Stony Road (2002), რომელსაც ოქროს ალბომის სტატუსი მიენიჭა და Santo Spirito Blues (2011).

ყველა ახალი ამბავი
0