თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, ცნობილი თავისი ჩახლეჩილი ხმით, თბილისში 30 დეკემბერს წარდგება.
მუსიკოსის გამოსვლა თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება სპორტის სასახლის სალაროში და ვებგვერდზე tkt.ge.
მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი თბილისში თავის საუკეთესო ბენდთან ერთად წარდგება. ის შეასრულებს როგორც თავის საუკეთესო ჰიტებს, ისე კომპოზიციებს ბოლო ალბომიდან Road Songs For Lovers.
კრის რი დაიბადა ემიგრანტების ოჯახში მიდლსბროში (იორკშირი).
მომღერალმა წარმატების მწვერვალს მიაღწია 1980-ების ბოლოს — 1990-იანების დასაწყისში, როდესაც გამოვიდა მისი მეათე სტუდიური ალბომი The Road to Hell (1989), რომელსაც საუკეთესო ალბომად მიიჩნევენ, და მომდევნო ალბომი Auberge (1991).
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ (განმეორებითი სიმსივნე კუჭქვეშა ჯირკვლის ამოკვეთით) კრის რიმ მსხვილ ჩამწერ კომპანიებთან თანამშრომლობა შეწყვიტა და ბლუზის ჩაწერა დაიწყო. შედეგად გამოვიდა რამდენიმე ალბომი, მათგან ორი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: ეს არის ალბომი Dancing Down the Stony Road (2002), რომელსაც ოქროს ალბომის სტატუსი მიენიჭა და Santo Spirito Blues (2011).