ლეგენდარული აკორდეონისტი რიშარ გალიანო თბილისში კონცერტს გამართავს

© courtesy of Richard Gallianoრიშარ გალიანო
რიშარ გალიანო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე „ჯაზის წმინდა ურჩხულთან" ერთად გამოვა ქართული ეთნო-ჯაზ ჯგუფი „ირიაო".

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ფრანგი კომპოზიტორი, შემსრულებელი და მსოფლიოში ცნობილი ჯაზ-აკორდეონისტი რიშარ გალიანო თბილისში 24 ოქტომბერს გამოვა, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

გალიანო ასტორ პიაცოლას მეგობარი და მოსწავლეა. იტალიური წარმომავლობის მუსიკოსი ვირტუოზულად უკრავს აკორდეონის ყველა სახეობაზე, საფრანგეთში მას „ჯაზის წმინდა ურჩხულს" უწოდებენ.

საქართველოს დედაქალაქს გალიანო უკვე მეხუთედ ესტუმრება.

გალიანო ამჯერად შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგება კონცერტით Are Nostrum. ის ორ ვირტუოზთან ერთად გამოვა — იტალიელ მესაყვირე პაოლო ფრეზუსთან და შვედ პიანისტ იან ლუნდგრენთან. მუსიკოსების ეს შემადგენლობა გამოდის, როგორც ტრიო Mare Nostrum.

ბიორკი - Sputnik საქართველო
ბიორკი თბილისში ორ კონცერტს გამართავს

გალიანო, ფრეზუ და ლუნდგრენი თბილისში გახსნიან მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს „თბილისი რიტმი" (Tbilisi Rhythm).

სცენაზე ტრიოსთან ერთად ასევე გამოვა პოპულარული ქართული ეთნო-ჯაზ ჯგუფი „ირიაო", რომელიც ქართველი კომპოზიტორის დავით მალაზონიას ნაწარმოებებს შეასრულებს.

საღამო 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებსა და ონლაინ ვებ-გვერდზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0