ბიორკი საქართველოში მოგზაურობას გეგმავს

© AP Photo / Branimir Kvartucმომღერალი ბიორკი კალიფორნიის ფესტივალზე
მომღერალი ბიორკი კალიფორნიის ფესტივალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიორკის კონცერტები თბილისში 31 ოქტომბერს და 3 ნოემბერს გაიმართება

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ისლანდიელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი ბიორკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის — კახეთის, იმერეთის, სვანეთის, გურიისა და აჭარის მონახულებას გეგმავს.

ბიორკის პირველი კონცერტი 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) გაიმართება, ხოლო მეორე — 3 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. ბიორკი საქართველოში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის SOU ფარგლებში გამოვა.

როგორც კონცერეტბის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ბიორკი ძალიან დაინტერესებულია საქართველოთი, მისი კულტურითა და მუსიკით.

როგორც აღინიშნა, ბიორკის თბილისის კონცერტების ბილეთები მომღერლის სხვადასხვა ქვეყნის თაყვანისმცემლებმა შეიძინეს. ამ დროისათვის ბილეთების 80% გაყიდულია, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კრის ნორმანი - Sputnik საქართველო
ლეგენდარული კრის ნორმანი თბილისში პირველად წარდგება

შემსრულებელი დედაქალაქში მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი ინსტრუმენტების თანხლებით წარდგება. ბიორკი შეასრულებს კომპოზიციებს ალბომიდან Vulnicura.

Vulnicura — ისლანდიელი მომღერლის მეცხრე სტუდიური ალბომია, რომელიც 2015 წლის 20 იანვარს გამოვიდა. ალბომი ეძღვნება გრძნობებსა და განცდებს, რომლებსაც ბიორკი მხატვარ მეთიუ ბარნისთან დაშორებისას გრძნობდა. ალბომის შექმნაში ასევე მონაწილეობდნენ The Haxan Cloak და Arca, რომლებიც მანანდე ისეთ შემსრულებლებთან მუშაობდნენ, როგორებიც იყვნენ FKA twigs და Kanye West. ალბომის მუსიკა სიმებიანი ინსტრუმენტების და ელექტრონიკის სინთეზს წარმოადგენს.

მუსიკალურმა კრიტიკოსებმა ბიორკის ნამუშევარი 2015 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. ის წლის საუკეთესო ალბომების უამრავ სიაში შევიდა და სხვადასხვა ნომინაციაში ათი სხვადასხვა ჯილდო მოიპოვა, მათ შორის გრემის პრემია "საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის". პროდიუსერთა გილდიამ ბიორკი წლის პროდიუსერის ნომინაციაში წარადგინა და მან "საუკეთესო საერთაშორისო მომღერლის" ჯილდო Brit Awards-ზე და ოთხი ისლანდიური ჯილდო მოიპოვა.

ბიორკის კონცერტების ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.

ბიორკი — ბიორკ გუდმუნდსდოტირი (Björk Guðmundsdóttir) 1965 წლის 21 ნოემბერს რეიკიავიკში დაიბადა. ხუთი წლიდან სწავლობდა ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე დაკვრას, ვოკალს. მისმა ხმამ ყურადღება მიიქცია და რადიოში ჩასაწერად მიიწვიეს. 1977 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი, რომლის დიდ ნაწილს პოპულარული ჰიტებისა და ფოლკლორული სიმღერების ქავერ-ვერსიები შეადგენდა.

1986 წელს ჩამოყალიბდა ჯგუფი The Sugarcubes, რომელმაც მომღერალს სამშობლოს საზღვრებს გარეთ პოპულარობა მოუტანა.

ჯგუფი Gipsy Kings - Sputnik საქართველო
ჯგუფი Gipsy Kings საქართველოში კონცერტს 18 აგვისტოს გამართავს

1993 წელს ჯგუფი დაიშალა. ბიორკი ლონდონში გადავიდა. იქ გაიცნო პროდიუსერი ნელი ჰუპერი და მასთან თანამშრომლობით გამოუშვა სოლო ალბომი Debut. ალბომს მსოფლიო წარმატება ჰქონდა. ამის შემდეგ გამოვიდა მისი სტუდიური ალბომები Homogenic (1997), Vespertine (2001), Medulla (2004), Volta (2007), Biophilia (2011), Vulnicura (2015).

ბიორკის შემოქმედება მრავალ ჟანრსა და სტილს განეკუთვნება. მათ შორისაა ალტერნატიული როკი, ელექტრონიკა, ინდი-პოპი, ტრიპ-ჰოპი, modern classic, IDM.

ბიორკი ასევე ცნობილია, როგორც მსახიობი. 1999 წელს რეჟისორმა ლარს ფონ ტრიერმა გადაიღო მთავარ როლში ფილმში "სიბნელეში მოცეკვავე". ასევე მომღერალმა დაწერა ფილმისთვის მუსიკა. 2000 წელს კანის ფესტივალზე ფილმმა მთავარი ჯილდო "ოქროს პალმის რტო" მიიღო. ბიორკმა მიიღო პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

ბიორკის შემოქმედება მრავალი ჯილდოთია აღნიშნული. მათ შორისაა BRIT Awards-ის ოთხი პრემია (1994 — ორი, 1996, 1998), MTV Europe Music Awards-ის პრემია (1995), MTV Video Music Awards-ის ოთხი ჯილდო (1996, 1998, 2000 — ორი), AIM Independent Music Awards (2011), Annie Awards (1997), Polar Music Prize (2010) და სხვა.

ჟურნალმა Time 2015 წელს ბიორკი შეიყვანა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ნუსხაში, კატეგორიაში "კერპები".

ყველა ახალი ამბავი
0