ლეგენდარული კრის ნორმანი თბილისში პირველად წარდგება

© FB / Chris Norman Officialკრის ნორმანი
კრის ნორმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო როკის ერთ-ერთი ყველაზე პოლულარული ვარსკვლავი თბილისის სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, Smokie-ს კლასიკური შემადგენლობის გიტარისტი, კომპოზიტორი და მულტიინსტრუმენტალისტი კრის ნორმანი თბილისში პირველად წარდგება.

პოპულარული მუსიკოსის და მისი ბენდის კონცერტი 2017 წლის 10 დეკემბერს თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 საათზე გაიმართება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია სასახლის სალაროებში და ონ-ლაინ

კრის ნორმანი ინგლისში არტისტების ოჯახში 1950 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა. შვიდი წლის ასაკში მამამ კრისს გიტარა აჩუქა, და ბიჭი როკენროლმა გაიტაცა. 12 წლისამ ის გიმნაზიაში შევიდა, სადაც Smokie-ს მომავალი კოლეგები გაიცნო. 15 წლის ასაკში კრისმა სკოლა მიატოვა და საკუთარი თავი მთლიანად მუსიკას მიუძღვნა: შექმნა ჯგუფი, რომელიც ბრედფორდის კლუბებში გამოდიოდა.

კრის ნორმანის ჯგუფი წარმატებით გამოდიოდა კლუბებსა და პაბებში, თუმცა დიდი კონცერტების გამართვას ვერ რისკავდა. სანამ 1974 წელს ისინი საავტორო წყვილმა — ნიკი ჩინმა და მაიკ ჩეპმენმა არ შენიშნა, რომელიც სუზი კვატროსთან, ჯგუფ Sweet-თან და  Mud-თან მუშაობდა. და 1975 წლის დასასწყისში შეიქმნა ჯგუფი Smokie, რომლის დებიუტი ალბომით Pass It Around-ი შედგა.

ჯგუფის შემადგენლობა დიდ ხანს არ იცვლებოდა — კრის ნორმანი (ვოკალი, რიტმ-გიტარა), ალან სილსონი (სოლო-გიტარა), პიტ სპენსერი (დრამი) და ტერი ატლი (ბას-გიტარა). თუმცა 1986 წელს კრის ნორმანმა სოლო კარიერა დაიწყო, შექმნა საკუთარი ჯგუფი და მისი ადგილი ალან ბარტონმა დაიკავა.

80-იან წლებში ნორმანი პროდიუსერ და კომპოზიტორ დიტერ ბოლენთან თანამშრომლობას იწყებს, რომელიც ჯგუფების Modern Talking-ისა და Blue System-ის დამფუძნებელი იყო. ნორმანი ბოლენის ლექსებზე სიმღერას წერს, რის შემდეგ ის ევროპული ჰიტ-პარადების პირველ პოზიციებზე აღმოჩნდა.

მსოფლიო როკში კრის ნორმანი ახლაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფიგურად რჩება: ყოველწლიურად ის ასზე მეტ კონცერტს მართავს.


ყველა ახალი ამბავი
0