საქართველოს დედაქალაქი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მოლოდინშია

© Sputnik / Levan Avlabreliკოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 10 ოქტომბრამდე გასტანს.

დღეს მეცხრედ გაიხსნება (ამჯერად სამეფო უბნის თეატრში) თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ. მაშინ მას ორი მთავარი მიმართულება ჰქონდა: საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამა.

2010 წელს დაემატა საფესტივალო კლუბი, ანუ საღამოები სპექტაკლების შემდეგ, რომელიც გულისხმობს საუბრებს ხელოვნებაზე, თეატრზე, სასმელის თანხლებით;

2011 წელს შემოვიდა ახალი მიმართულება — პროგრამა NEW;

2013 წელს ფესტივალს გაუჩნდა სლოგანი „რეალობის ნატიფი გრძნობით“;

2009 წლიდან დღემდე თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოში და საზღვარგარეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ 2011 წელს ფესტივალი საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა ხმის უფლებით. 

გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი - Sputnik საქართველო
თბილისის გრიბოედოვის თეატრი ახალ სეზონს ბათუმში ხსნის

2017 წელს ფესტივალს მიენიჭა „EFFE ლეიბლი“ და ევროპის ფესტივალების ასოციაციის პრემიის ლაურეატი გახდა. სიახლეა ისიც, რომ წელს ფესტივალი პირველ თანამშრომლობით პროექტს განახორციელებს ქართველ და გერმანელ მუსიკოსებთან ერთად. 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიმართულება არ არის მხოლოდ საერთაშორისო ან ქართული სპექტაკლების პროგრამა. ფესტივალის ეგიდით ეწყობა გამოფენები, ტრენინგები, მასტერ-კლასები, შეხვედრები, სპეციალური ღონისძიებები. რა თქმა უნდა, ასეთი მრავალფეროვნება ფესტივალს მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. 

წლევანდელი ფესტივალი გამოირჩევა მკვეთრი სოციალური აქცენტით (შიგადაშიგ — პოლიტიკურითაც). სიახლეა „დოკუმენტური თეატრი“ ბერლინიდან. ასევე წარმოდგენილი იქნება იტალიის, ირლანდიის, რუსეთის და სხვ. თეატრალური დასები.

BIAFF - Sputnik საქართველო
ბათუმში იწყება საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF

2017 წელს შესრულდა პეტრე ოცხელის დაბადებიდან 110 წელი და ეს მნიშვნელოვანი თარიღიც ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება. თანაც, მომავალში უკვე ყოველ წელს თბილისის ფესტივალი სხვადასხვა სახით წარმოადგენს თეატრალური მოღვაწეების შემოქმედებას. ამ სამომავლო ტრადიციას წელს ჩაეყრება საფუძველი.  

ფესტივალის ფარგლებში იმღერებენ ნინო ქათამაძე და ნიკა მაჩაიძე. მაყურებელისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იქნება ბრიტანეთიდან ჩამოსული სმენადაქვეითებული მამაკაცების ცეკვა. 

წლევანდელი საფესტივალო ქართული პროგრამა არ არის მრავალფეროვანი. დაგეგმილია მხოლოდ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის, კოტე მარჯანიშვილის, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის, სამეფო უბნის თეატრის (თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით), „ღია სივრცის“, დამოუკიდებელი პროექტი MONO ტრილოგიის, თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლების ჩვენება.

წლევანდელი საფესტივალო ცხელი დღეები 10 ოქტომბრამდე გასტანს. 

ბერლინის ბრანდენბურგის კარიბჭე - Sputnik საქართველო
თბილისში ქართულ-გერმანული კულტურის ფესტივალი გაიმართება

თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს თავისი მკაცრად განსაზღვრული მისია აქვს — საქართველოს ინტეგრირება საერთაშორისო კულტურულ მოვლენებში და რუკაზე; თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრება თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისა და კულტურის ყველაზე გამომწვევი და საინტერესო ნამუშევრებით და საუკეთესო მიღწევებით თეატრალურ სფეროში. 

ასეთი მნიშვნელოვანი თეატრალური დღეები ელოდებათ თეატრალებს და იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ფესტივალიც კულტურულ მოვლენად იქცევა მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის მქონე შემოდგომის ქალაქში.

საფესტივალო პროგრამა სრულად იხილეთ აქ.

ყველა ახალი ამბავი
0