თბილისის გრიბოედოვის თეატრი ახალ სეზონს ბათუმში ხსნის

© Sputnik / Alexander Imedashviliგრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი
გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიბოედოველები 172-ე სეზონს ბათუმში გახსნიან.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ალექსანდრ გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი ახალ, 172-ე სეზონს ბათუმში ხსნის.

გრიბოედოვის თეატრი 6 და 7 სექტემბერს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე წარმოადგენს სპექტაკლს А.Л.Ж.И.Р. აბრევიატურა იშიფრება, როგორც" სამშობლოს მოღალატეთა ცოლების აკმოლინსკის ბანაკი".

სპექტაკლის რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი.

А.Л.Ж.И.Р. — პირველი მცდელობაა საქართველოსა და ქართული თეატრის ისტორიაში, როდესაც ხდება მხატვრულ-დოკუმენტური გააზრება პერიოდისა, რომლის დროსაც უდანაშაულო ქალები შეგნებულად იყვნენ რეპრესირებული. მათი დანაშაული საბჭოთა ხელისუფლების წინაშე მხოლოდ ის იყო, რომ იყვნენ ცოლები — ცოლები დაპატიმრებული, გადასახლებული, დახვრეტილი "ხალხის მტრების"…

"სპექტაკლში აღწერილია 1938 წლის მოვლენები. თითოეული ქალისთვის А.Л.Ж.И.Р.-ში ყოფნა კოშმარული სიზმარი იყო. ვარსიმაშვილის დადგმა "გულაგის" ტრაგედიის ახლებური ხედვაა, რომელიც, მიუხედავად დეკორაციების მინიმალიზმისა, ემოციებითაა გამსჭვალული", — განუცხადა "Sputnik-საქართველოს" თეატრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო წითლანაძემ.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ლუდმილა არტემოვა-მღებრიშვილი, ირინა ვორობიოვა, ნინო კიკაჩეიშვილი, მარიამ კიტია, სოფია ლომჯარია და ანა ნიკოლაევა.

სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება. სპექტაკლზე დასწრება შესაძლებელია მოსაწვევებით.

ასევე, გრიბოედოვის თეატრი 9 სექტემბერს, 19:00 საათზე ამავე სპექტაკლს წარმოადგენს წერეთლის სახელობის ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე.

ყველა ახალი ამბავი
0