გაცოცხლებული ქართული ღვინის ისტორია ბორდოში

© FB / Cité du Vin გამოფენა Cité du Vin-ში
გამოფენა Cité du Vin-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მასშტაბური ღონისძიების პირველი ორგანიზატორი ქვეყანა გახდა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მეღვინეობის ახალ ცენტრში მევენახეობასა და მეღვინეობას ეძღვნება

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ ბორდოს მეღვინეობის ახალ ცენტრში Cité du Vin ქართული ღვინის ისტორია გაცოცხლდა. აქ წარმოდგენილია არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატები, არტეფაქტების ასლები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან.

საქართველო Cité du Vin-ში პროექტ "მოწვეული ვენახის" პირველი სტუმარი გახდა. პროექტს, რომელიც გამოფენების ციკლს ითვალისწინებს, ბორდოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მიზნად ისახავს ქალაქის მეღვინეობის ტრადიციების განვითარებას 21-ე საუკუნეში.

საერთაშორისო გამოფენა Wine & Spirit - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო იტალიაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა

"თანამედროვე სამუზეუმო ინსტალაციის საშუალებით მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა დამთვალიერებელს გააცნობს საქართველოში ვაზის კულტურის განვითარების სხვადასხვა ეპოქას. საგამოფენო კონცეფცია ითვალისწინებს ფართო ქრონოლოგიურ ჭრილში წარმოადგინოს ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უძველესი არტეფაქტები, აჩვენოს ამ კულტურის არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ ათასწლეულების განმავლობაში მისი უწყვეტობაც", — აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

ექსპოზიციის დამთვალიერებლები ასევე ნახავენ ღვინის მარნის იმიტაციას, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ შენარჩუნდა ღვინისადმი საკრალური დამოკიდებულება ქართულ ეთნოგრაფიაში.

"ბორდოში "ღვინის ქალაქში" გამართული ექსპოზიცია სიმბოლურად ასახავს ქართული ღვინის 8000-წლოვანი ისტორიის გზას და ქართული მეღვინეობის ტრადიციების უწყვეტობას, მის დაგვირგვინებას კი წარმოადგენს ნიკო ფიროსმანაშვილის ქართული სუფრის ტრადიციის ამსახველი შედევრი "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", — ნათქვამია განცხადებაში.

ქვევრი - Sputnik საქართველო
ვინ და რატომ მარხავდა ასწლოვან ქვევრებს?!

გამოფენის თანაორგანიზატორია საქართველის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში. პროექტის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია ქართული ღვინო და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი,,საქპატენტი". გამოფენა 31 ივლისს გაიხსნა და 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0