თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Mondial des Vins Extrêmes Cervim იტალიაში ქართულმა ღვინომ ისტორიაში პირველად ოქროს მედალი GRAND GOLD მოიპოვა.
კონკურსის უმაღლესი ჯილდო გადაეცა კომპანია "ბადაგონის" ღვინოს Saperavi Reserve.
"ეს ქართული ღვინისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. კონკურსი ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის O.I.V. (International Organisation of Vine and Wine) მხარდაჭერით ხორციელდება, რაც მას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს", — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
Mondial des Vins Extrêmes Cervim სხვა ღვინის საერთაშორისო კონკურსებისგან იმით გამოირჩევა, რომ ჟიური ირჩევს საუკეთესო ღვინოებს მხოლოდ იმ რეგიონებიდან, რომლებიც ღვინის უნიკალურ ისტორიასა და ტრადიციას ფლობენ.
"საფერავი" — საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წითელი ღვინოა, გააჩნია ჰარმონიული გემო და სასიამოვნო ტანინი. ღვინო გამოირჩევა ლალისფერი შეფერილობით. "საფერავს" თითქმის ყველა ქართული მეღვინეობა აწარმოებს.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, იმდენად ბევრი დასახელების ღვინოა საქართველოში.