17:05 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
56 0 0

ფესტივალ "ტავრიის მელპომენას" ექსპერტთა საბჭომ ქართველი რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ცნობილი ქართველი თეატრალური რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი უკრაინაში თეატრალურ ფესტივალზე "ტავრიის მელპომენა" ექვსი ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

XIX საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ტავრიის მელპომენა" უკრაინის ქალაქ ხერსონში 19-27 მაისს გაიმართა. ფორუმში გრიბოედოვის თეატრი იღებდა მონაწილეობას, რომელმაც სპექტაკლი "რევიზორი" წარადგინა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არის ავთანდილ ვარსიმაშვილი.

ფესტივალი გახსნა სპექტაკლმა "რიჩარდIII", რომელიც ავთანდილ ვარსიმაშვილმა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ — ივან ფრანკოს სახელობის კიევის ნაციონალურ აკადემიურ დრამატულ თეატრში დადგა. დადგმის პრემიერა 2016 წლის 12 აპრილს შედგა და უკრაინაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ფესტივალ "ტავრიის მელპომენას" ექსპერტთა საბჭომ ქართველი რეჟისორი შემდეგ ნომინაციებში დააჯილდოვა: საუკეთესო რეჟისურა სპექტაკლისთვის "რევიზორი" (თბილისის ალექსანდრ გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი); დიდი სცენის საუკეთესო სპექტაკლი — "რიჩარდ მესამე" (კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი); მამაკაცის საუკეთესო როლი — ბოგდან ბენიუკი — რიჩარდ მესამეს როლისთვის ("რიჩარდ მესამე", კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი); ქალის საუკეთესო როლი — ტატიანა შლიახოვა — ლედი ანას როლისთვის ("რიჩარდ მესამე", კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი); მამაკაცის მეორე პლანის საუკეთესო როლი — ოლეგ სტალჩუკი — გლოსტერის როლისთვის ("რიჩარდ მესამე", კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი); ქალის მეორე პლანის საუკეთესო როლი — ნატალია კორპანი — დედოფალი მარგარიტას როლისთვის ("რიჩარდ მესამე", კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი.

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ტავრიის მელპომენა" უკრაინის ქალაქ ხერსონში 1999 წლიდან, ყოველწლიურად, მაისის ბოლოს ტარდება. 18 წლის განმავლობაში ფესტივალის მონაწილე 130 თეატრი გახდა, მათ შორის, თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრი — ოთხჯერ. ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი რეჟისორები, მსახიობები, თეატრმცოდნეები და კრიტიკოსები.

ავთანდილ ვარსიმაშვილი — ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, "თავისუფალი თეატრის" მფლობელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, კინოსტუდია "Vars-studio"-ს მფლობელი, თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უნივერსიტეტის რეჟისურის მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ორგანიზაცია "შექსპირის თეატრის" (აშშ) სრულუფლებიანი წევრი.

 

მთავარი თემები