ევროკავშირის პროგრამის „კულტურის ინდიკატორები განვითარებისთვის“ პრეზენტაცია თბილისში

© FB / Министерство культуры Грузииევროკავშირის პროგრამის „კულტურის ინდიკატორები განვითარებისთვის“ პრეზენტაცია თბილისში
ევროკავშირის პროგრამის „კულტურის ინდიკატორები განვითარებისთვის“ პრეზენტაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, როგორ გავლენას ახდენს კულტურა ეკონომიკაზე, განათლებაზე, სოციალურ მიმართულებაზე, ეკოლოგიაზე და ცხოვრების სხვა სფეროებზე.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პროგრამის „კულტურის ინდიკატორები განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც იუნესკოს მეთოდოლოგიის მიხედვით შემუშავებული კვლევას ეფუძნება.

კვლევას ექვსი თვის განმავლობაში ატარებდა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის „კულტურისა და კრეატიულობის“ პროგრამა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით. იუნესკოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მსგავსი კვლევა უკვე 17 ქვეყანაში დაინერგა.

აღმაშენებლის გამზირზე - Sputnik საქართველო
თბილისი რეგიონის კულტურულ ცენტრად უნდა იქცეს

პროექტის მთავარი მიზანია — კულტურის განვითარების მაჩვენებელთა მნიშვნელობის და მათი ზეგავლენის ხაზგასმა სხვა სფეროების განვითარებაზე, მათ შორის ეკონომიკაზე, განათლებაზე, სოციალურ მიმართულებაზე, ეკოლოგიაზე, ინფრასტრუქტურაზე და სხვ. გარდა ამისა, ეს მაჩვენებლები აჩვენებენ, როგორი იყო კულტურული და კრეატიული სექტორის წვლილი მშპ–ში, რამდენი ადამიანია დასაქმებული, როგორია დასაქმების დონე და ა.შ.

გარდა ამისა, ინდიკატორთა სისტემის მიზანია — კულტურის როგორც მამოძრავებელი ძალის დემონსტრაცია, რომელსაც შეუძლია შექმნას შესაძლებლობები სოციალური, ეკონომიკური და მდგრადი განვითარებისთვის.

ნიკა ანთიძე - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ანთიძე: მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს გარკვეული სიმპათიები აქვს ჩვენ მიმართ

კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ევროკავშირის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ წარმომადგენელი, კულტურული და კრეატიული მიმართულებების ექსპერტი რაგნარ სიილი. კვლევის მეთოდოლოგიაზე ისაუბრეს იუნესკოს წარმომადგენლებმა ნაიმა ბურგომ (საფრანგეთი) და საიმონ ელისმა (კანადა). საქართველოში ჩატარებული კვლევის შესახებ ვრცელი მოხსენებები წარადგინეს ექსპერტებმა ლევან ხეთაგური და იური მღებრიშვილმა.

 „გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ პროგრამის დაწყება — საქართველოსთვის ისტორიული ფაქტია. იმიტომ რომ ამ პროექტის შედეგად ჩვენ გვექნება გაზომვადი მაჩვენებლები იმისა, თუ რა როლსა და ზეგავლენას ასრულებს კულტურა ქვეყნის სოციალურ–კულტურულ და მდგრად განვითარებაში და დავეყრდნოთ არა პირად შეგრძნებებსა და სხვადასხვა აზრებს, არამედ მიღებულ გამოთვლილ მონაცემებს“, — აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

ქართული ალფავიტი - Sputnik საქართველო
ქართული ანბანი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ კულტურული, საზოგადოებრივი და არასახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კულტურის სფეროს მენეჯერები და მედიის წარმომადგენლები. კვლევის პრეზენტაციის ფარგლებში დაინტერესებული მხარეების გამოხმაურებები და კომენტარები შეგროვდა, რათა ანგარიში სასარგებლო მონაცემებით და ანალიტიკური დასკვნებით შეივსოს.

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის „კულტურისა და კრეატიულობის“ პროგრამა უზრუნველყოფს კულტურული და კრეატიული სექტორების მხარდაჭერას და აზერბაიჯანში, ბელარუსში, სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მდგრად ჰუმანიტარულ და სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაში მათ წვლილს გაზრდის.

პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკული კვლევების ჩატარებას, კულტურული სექტორის მოდერნიზაციის ტრენინგებს, ასევე საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობისთვის შესაძლებლობების წარმოქმნას და კულტურის როლის აღქმის ამაღლებას.


ყველა ახალი ამბავი
0