19:31 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი BIAFF

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე BIAFF გამარჯვებულები დაასახელეს

FB/ Batumi International Art-House Film Festival
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო -2018 (110)
4001

ფესტივალის გრან–პრი რუსი რეჟისორის ივან ტვერდოვსკის ფილმმა „ზოოლოგიამ“ მიიღო.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე BIAFF, რომელიც 18–25 სექტემბერს გაიმართა, გამარჯვებულები დაასახელეს.

წელს, რიგით მე–11 კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო რუსი, ინდოელი, ირანელი, ერაყელი, ევროპელი და სამხრეთ კავკასიელი რეჟისორების ფილმები. 

ფესტივალის გრან–პრი რეჟისორ ივან ტვერდოვსკის ფილმმა „ზოოლოგიამ“ (რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია) მიიღო. ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისურა“ გამარჯვებული გახდა რალიცა პეტროვა ფილმისთვის „უღმერთონი“ (ბულგარეთი, საფრანგეთი, დანია).

მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლად დასახელდა ირანელი მსახიობი ფარხად ასლანი, ხოლო ქალის როლის – ნატალია პავლენკოვა.

ჟიურის სპეციალური პრიზი კინოფესტივალის სამ მონაწილეს გადაეცა: ტომაშ ვასილევსკის ფილმისთვის „სიყვარულის შეერთებული შტატები“ (პოლონეთი, შვეიცარია) და ფილმ „რაუფის“ (თურქეთი) შემქმნელებს – სონერ კარენისა და ბარის კაიას.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა ფილმმა „კინომოგზაურები”, რეჟისორები – შირლი აბრაფამი და ამით მანდეშია (ინდოეთი), ხოლო ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ვიტალი მანსკის სურათისთვის „ნათესავები“ (გერმანია, ლატვია, ესტონეთი).

მოკლემეტრაჟიან ფილმებში საუკეთესოდ დეა კულუმბეგაშვილის „ლეთა“ აღიარეს. ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) — გადაეცა ორ ფილმს: „დაკარგული მიწა“ – რეჟისორი ჰავრაზ მოჰამედი (ერაყი) და „როცა ზარების ხმა გესმის” – რეჟისორი  ჩაბნეიმ ზარიაბი, (საფრანგეთი, ტუნისი).

კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ფესტივალზე დააჯილდოეს საბჭოთა კინორეჟისორი ვადიმ აბდრაშიტოვი, ქართველი სცენარისტი, კინორეჟისორი და მსახიობი თემურ ბაბლუაანი და ქართველი მსახიობი ბერდია ინწკირველი.

ჟიურიში შემადგენლობაში იყვნენ: ბრიტანელი მსახიობი და სცენარისტი რებეკა ლენკიევიჩი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი იულია სინკევიჩი, ირანელი მსახიობი მაჰთაბ ქარამათი, ყაზახი კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი გულნარა აბიკეევა და სხვები.

მსაჯების ქართულ შემადგენლობას წარმოადგენდნენ რეჟისორი დიტო ცინცაძე, სცენარისტი გივი ოდიშარია და მსახიობი ზურაბ სტურუა.

საერთაშორისო კონკურსის გარდა, BIAFF 2016-ის პროგრამა ასევე მოიცავდა ქართული კინოს პანორამას, ევროპული კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციას, რეტროსპექტივებსა და მასტერ-კლასებს.

ღონისძიება გაიმართა ბათუმის ხელოვნების მოღვაწეთა სახლი „არღანის“ ორგანიზებით და საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

 

 

თემები:
ქართული კინო -2018 (110)

მთავარი თემები