ქართული ფილმის მორიგი წარმატება სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე

© FB/NINO BASILIAნინო ბასილია
ნინო ბასილია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “Край света” ქართველი რეჟისორის, ნინო ბასილიას ფილმმა „ანას ცხოვრება“ საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი აიღო. მეორე პრიზი, „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ მსახიობ ეკა დემეტრაძეს გადაეცა.

ფესტივალზე ასევე წარმატება ხვდა წილად მსახიობ ლაშა —გიორგი მურჯიკნელსაც. ჩვენ დავუკავშირდით ნინო  ბასილიას, რომელიც ამჟამად ახალი ფილმის სცენარის განვითარების პროექტით ბერლინში იმყოფება.

- ნინო, გილოცავთ, თუ ელოდით ასეთ წარმატებას?

— დასაწყისში მკითხველს მინდა შევახსენო, რომ სახალინის პრიზებამდე ჩვენ უკვე ორი მნიშვნელოვანი პრიზი ავიღეთ. ერთი, გრან-პრი, ესპანეთში, ვალენსიის კინოფესტივალზე, და მეორე ხარისხის პრიზი არგენტინაში, ბუენოს-აირესის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე. ასევე ძირითად კონკურსში ვიყავით მიწვეულები გოტებორგის საერთაშორისო ფესტივალზე და ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექციაში პეკინის ფესტივალზე. საერთოდ გამარჯვებას არასოდეს ველოდები ხოლმე, რადგან ასე უფრო იოლია იმ მოლოდინის გადაფარვა, რაც დაჯილდოების ცერემონიალს მოჰყვება, მაგრამ როცა ვიგებ, რომ გავიმარჯვეთ, ამ გრძნობას არაფერი შეედრება. კარგი სტარტი გვაქვს აღებული და ვიმედოვნებ, რომ სხვა ფესტივალის პრიზების აღებასაც შევძლებთ.

© FB/NINO BASILIA „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ პრიზი მსახიობ ეკა დემეტრაძეს გადაეცა.
 „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ პრიზი მსახიობ ეკა დემეტრაძეს გადაეცა.  - Sputnik საქართველო
„ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ პრიზი მსახიობ ეკა დემეტრაძეს გადაეცა.

-რაზეა თქვენი ფილმი და ვინ მონაწილეობს მასში?

— ცდილობს ამერიკაში ლეგალურად წასვლას, მაგრამ როდესაც ამერიკის საკონსულო მას უარს ეტყვის,  იქ გამგზავრებას არალეგალური გზით მოინდომებს. ამ გზაზე კი უამრავ სიძნელეს გადააწყდება. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: ეკატერინე დემეტრაძე, ლაშა მურჯიკნელი, ლიკა ოყროშიძე, კონსტანტინე ჯანჯღავა, ბერტა ხაფავა და სხვები. აქვე გეტყვით, რომ ლაშა-გიორგი მურჯიკნელმა სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალის წითელ ხალიჩზე სტივენ სიგალთან ერთად გაიარა და "ანას" ცხოვრების" ორი მნიშვნელოვანი პრიზი ჩამოგვიტანა. კონკურენცია იყო საკმაოდ ძლიერი და საერთაშორისო გრან- რპი გერმანულმა ფილმმა აიღო.

მოკლედ ეს გამარჯვება ძალიან გვიხარია და მადლობა მათ, ვისაც ის ჩვენთან ერთად გაუხარდება. ბერლინში ახალ ფილმს ვამუშავებ. ანას პრემიერა აქ ნოემბერშია, ფესტივალზე, მერე მივდივართ სტამბულში, კაიროში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში.

© FB/ FB/NINO BASILIAფესტივალზე წარმატება წილად ხვდა მსახიობ ლაშა —გიორგი მურჯიკნელსაც.
ფესტივალზე წარმატება წილად ხვდა მსახიობ ლაშა —გიორგი მურჯიკნელსაც. - Sputnik საქართველო
ფესტივალზე წარმატება წილად ხვდა მსახიობ ლაშა —გიორგი მურჯიკნელსაც.

- მადლობთ და ფილმის წარმატებას კიდევ ერთხელ გილოცავთ.

 მკითხველს შევახსენებთ, რომ ნინო ბასილია წლების განმავლობაში იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის მთავარი რედაქტორი, გამოცემული აქვს რამდენიმე მცირე მოცულობის რომანი, თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე დადგმული აქვს სპექტაკლები. მისი სცენარებით როგორც საქართველოში, ასევე მოსკოვში რამდენიმე ტელესერიალია გადაღებული. საზოგადოებრივ მაუწყებელში კი-ოცამდე დოკუმენტური ფილმის ავტორი გახლავთ.

ყველა ახალი ამბავი
0