თბილისური უქმეები: 25-27 დეკემბერი.

© photo: Sputnikთბილისი საახალწლოდ
თბილისი საახალწლოდ - Sputnik საქართველო
გამოწერა

 ზუსტად ერთი კვირა და 2015 წელიც მიიხურავს კარს! რისი გაკეთება ვერ მოასწარით ამ წელს? გქონდათ დრო პირადი ბედნიერებისათვის, კლასიკური და როკ-მუსიკის მოსასმენად, ხელოვნებისა და ლიტერატურის შედევრებით ტკბობისათვის?

ამ ყველაფერს  უქმეებზე ხელისგულზე მოგართმევთ საქართველოს დედაქალაქი, რომელიც ისე მორთულა საახალწლოდ, რომ მის ქუჩებში მხოლოდ სეირნობაც კი დიდ სიამოვნებას მოგგვრით!

 პარასკევი, 25 დეკემბერი

 თბილისის ქუჩებში ველოსიპედებზე ამხედრებულმა სანტა-კლაუსებმა თუ ჩაგიქროლეს არ გაგიკვირდეთ! ეს არაჩვეულებრივი მსვლელობა თბილისის ველომოყვარულ აქტივისტთა Christ-Mass-ის ორგანიზებულია და იგი ტრადიციულად ყოველი თვის ბოლო პარასკევს ტარდება იმისათვის, რომ ავტომობილის მძღოლების ყურადღება მიიპყრონ. ამ წინასაშობაო ველომარათონში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მხოლოდ იმ პირობით, რომ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოეწყობა და ასევე საახალწლოდ მორთავს თავის ტრანსპორტს. შეხვედრის დრო და ადგილი  - ვარდების მოედანზე ველოსიპედის ძეგლია, 20:00 საათზე. 

საახალწლო მორთულობა - Sputnik საქართველო
ტრადიციები: ქართული ახალი წელი

 საქართველოს დედაქალაქს  რუსული კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები ესტუმრნენ! საშობაოდ თბილისის კონსერვატორიის სცენაზე ცნობილი პიანისტი ბორის ბერეზოვსკი და მევიოლინე ნიკიტა ბორისოგლებსკი დაუკრავენ. მუსიკოსები საქართველოში მონაწილეობას იღებენ  საერთაშორისო ფესტივალში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“. შეხვედრაზე შესრულდება შტრაუსისა და სტრავინსკის ნაწარმოებები. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება და ბილეთების შეძენა კონსერვატორიის სალაროებში შეგიძლიათ. 

 ქართული ანიმაციის შედევრების გამოფენაზე გიწვევთ თბილისის ხელოვნების სასახლე! აქ ქართული მულტიპლიკაციის უნიკალური ექსპოზიცია იქნება გამოფენილი, რომელმაც ყველა ცნობილი ანიმაციური გმირი შეკრიბა. ცისფერი მელა, წუნა და წრუწუნა, ბატი ნასიკო, საფლის მაშენებლები, მეფე და ლომი — ბავშვობიდან ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ანიმაციური გმირები ქართული მულტიპლიკაციის ისტორიასა და მის შემქმნელებზე გიამბობენ. 

 შაბათი, 26 დეკემბერი

 მაინც რა არის ქალური ბედნიერება და სად უნდა ეძებოთ იგი? თბილისის ტრენინგ-ცენტრმა  „ბედნიერი ქალი“ იცის პასუხი ამ კითხვაზე და ამიტომაც ყველა მსურველს უფასო მასტერ-კლასებზე იწვევს დამაინტრიგებელი სათაურით — „10 ცნება ქალური ბედნიერებისაკენ“. ცენტრის თანამშრომლები გასწავლიან, როგორ გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები ბედნიერებისაკენ და როგორ შეუთავსოთ წარმატებული კარიერა ასევე წარმატებულ პირად ცხოვრებას. გარდა ამისა, ბონუსის სახით: სასარგებლო რეკომენდაციებს მიიღებთ, თუ როგორ გაიკეთოთ ლამაზი საადღესასწაულო მაკიაჟი, ჩაისა და ყავის მირთმევის ცერემონიის ეტიკეტი და ვოკალის გაკვეთილები. იჩქარეთ, გოგონებო, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

 მას შემდეგ, რაც მასტერ-კლასზე მიღებული ცოდნით თქვენს ქალურ ბედნიერებას ფრთებს შეასხამთ, დროა მის დატკბობაზეც იზრუნოთ! ტკბილეულის გრანდიოზული საახალწლო ბაზრობა გალერეა „ბიბლუსში“გელით. გოზინაყი, ჩურჩხელები, ჩირი, ტყლაპი, ქიშმიში და შაქარყინული — ტრადიციული ქართული საახალწლო ტკბილეული — მოკლედ, ნამდვილი სამოთხე ტკბილეულის მოყვარულთათვის!

შალვა ქიქოძე - Sputnik საქართველო
თბილისში შალვა ქიქოძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

 გამოჩენილი ქართველი ექსპრესიონისტი მხატვრის, კარიკატურისტის, თეატრალური დეკორატორისა და პარიზის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის შალვა ქიქოძის ნამუშევრების გამოფენა, ასწლიანი პაუზის შემდეგ, დ. შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნულ გალერეაში გელით. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 300-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაცია, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა შარჟი, ჩანახატი, პოლიტიკური კარიკატურა, მის მიერ შესრულებული, ახლად მიკვლეული ვიტრაჟის ამსახველი ფოტომასალა, დაკარგული ნამუშევრების სტენდი, მხატვრის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაცია და საარქივო მასალა. ტილოების დიდ ნაწლის ხელოვნების მოყვარულნი პირველად იხილავენ!

 კვირა, 27 დეკემბერი

 რას არ ნახავთ თბილისის ძველმანების ბაზრობაზე, მით უმეტეს საშობაოდ. ამჯერად Tbilisi Flea Market მთაწმინდის პარკში გაიმართება და გარდა იმისა, რომ ორიგინალურ დეკორაციებს, საავტორო აქსესუარებსა და ულამაზეს თიხის ჭურჭელს შეიძენთ, დედაქალაქის ხედებითაც დატკბებით!

 საახალწლო დღესასწაულები ყველაზე მეტად ბავშვებს უყვართ! ნაძვის ხის მორთვა ხომ ნუ იტყვით! ნუ მოაკლებთ ამ სიამოვნებას თქვენს პატარებს. თავისუფალი ხელოვნების სტუდიაში ბავშვებისათვის მასტერ-კლასი გაიმართება, სადაც მათ თიხისაგან  საახალწლო აქსესუარების დამზადებას შეასწავლიან. ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს, თქვენმა პატარებმა თავიანთი ხელით შეგიქმნან საახალწლო განწყობა!

თბილისი წინასაახალწლოდ - Sputnik საქართველო
თბილისში წინასაახალწლოდ მორიკონეს, ლეგრანისა და ყანჩელის შედევრები აჟღერდება

 თბილისური PAM Club ლეგენდარული როკ-ჯგუფის Metallica-ს ტრიბიუტ-კონცერტზე გიწვევთ. იქვე მოუსმენთ ქართულ ტრეშ-მეტალ ბენდს Trashbox. „მეტალიკის“ სახელგანთქმული ჰიტების გარდა, მოისმენთ Sepultura, Pantera-ს და სხვა მეტალ-ჯგუფების კომპოზიციებსაც. 

 არ არის ურიგო მძიმე როკის მოსმენაც, სანამ მეზობლები აყვირდებოდნენ!!!

და ბოლოს — სამი დღე წიგნების მოყვარულთათვის!

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნის საახალწლო ფესტივალს გთავაზობთ. ლიტერატურის მოყვარულთ ისეთი ცნობილი ნაწარმოებების თარგმანები ელით როგორიცაა მარსელ პრუსტის „სოდომი და გომორი“, ჯონ სტეინბეკის „რუსული დღიური“, რეი ბრედბერის „ერთი დღის ზაფხული“,  ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერა“ რომენ გარის „ქალის სხივი“ და სხვა. 

 ბავშვებისათვის ფესტივალზე დაგეგმილია მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის სიახლეების  კითხვა და განხილვა ასევე საინტერესო ვიქტორინები. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე საბალეტო სტუდია „ფუეტე“ და თოვლის პაპა იზრუნებენ. 

 წიგნების საახალწლო ფესტივალზე ასევე დაგეგმილია აქცია „აჩუქე წიგნი პატიმარს“, საუკეთესო ბლოგებისა და ბესტსელერების ავტორთა დაჯილდოვება, შეხვედრები ქართველ პოეტებტან და მწერლებთან და ა.შ. იმოგზაურეთ წიგნის სამყაროში!

SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0