სავსე სეიფი და დამუხრუჭებული ლარი...

© Sputnik / Alex Shlamovგადამცვლელი პუნქტი
გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოური ვალუტის დეფიციტი არ არის, სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა! ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვას განაგრძობს, რატომ? რა ხდება სავალუტო აუქციონზე, არის თუ არა მიზანი ლარის გამყარების ხელოვნურად შეფერხება? რეზერვების შევსება – მითი თუ რეალობა?..

სამსონ ხონელი

სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკის ინტერვენციები სიახლე არ არის. ეს დღეს უკვე არავის უკვირს. მრავალი წელია, რაც ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი ზოგჯერ ყიდის და ზოგჯერ ყიდულობს ამერიკულ დოლარს. გაუთვითცნობიერებელმა მკითხველმა არ იფიქროს, რომ აუქციონზე გამართულ ვაჭრობაში ქვეყნის მთავარი ბანკის მონაწილეობა სავალდებულოა, არა, კანონმდებლობა ეროვნულ ბანკს შეხედულებისამებრ მოქმედების თავისუფლებას ანიჭებს. ამიტომაც არცთუ იშვიათად კობა გვენეტაძის უწყება მხოლოდ მეთვალყურის როლში გვევლინება. აუქციონზე ვაჭრობისას ეროვნული ბანკის პოზიცია არსებითად განაპირობებს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის კურსს.  მთავარი ბანკის მხრიდან მეთვალყურეობას ეროვნული ვალუტა არ იმჩნევს და საფინანსო სტრუქტურის ვაჭრობაში მონაწილეობაზე რეაგირებს. ეს როგორ? − შესაძლოა ჩამეძიოთ და მეც განვმარტავ: დოლარის შეძენისას ეროვნული ბანკი აუქციონზე დოლარის მოცულობას ამცირებს. იზრდება მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც. ლარი უფასურდება ან, საუკეთესო შემთხვევაში, ძველ ნიშნულს ინარჩუნებს. დოლარის გაყიდვით ბირჟაზე პროცესი პირიქით ვითარდება – დოლარის მოცულობა იზრდება, ფასი მცირდება ან უცვლელი რჩება.

საარჩევნო ყუთთან - Sputnik საქართველო
რამდენი YES და რამდენი NO? ანუ საგამოცდო ბილეთები საარჩევნო ყუთში?!

დარწმუნებული ვარ, რომ მკითხველთა დიდ ნაწილს ხშირად სმენია ან თავადაც უკითხავს, რატომ ყიდულობს ეროვნული ბანკი დოლარს სავალუტო ბაზარზე მაშინ, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია აქვს და რატომ არ ყიდის, როცა ეროვნული ვალუტა უფასურდება? კითხვა ლეგიტიმურია და პასუხს საჭიროებს.

საბანკო სფეროს სპეციალისტები და ექსპერტ-ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ზრუნავს. სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ ქვეყნის მთავარმა ბანკმა გასული წლის განმავლობაში სავალუტო აუქციონზე სულ 197 მილიონი დოლარი შეისყიდა. რეზერვები 3.289.847.600 დოლარამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარში ეროვნულმა ბანკმა ჯამში 85 მილიონი ამერიკული დოლარი შეისყიდა და კიდევ უფრო მეტად გაზარდა რეზერვების მოცულობა.

უნდა ითქვას, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზეა. თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნით, ჩვენი სავალუტო რეზერვები ეკონომიკის მოცულობასთან მიმართებაში არაადეკვატურია. საქართველოს სარეიტინგო შეფასება დღეს 0.9 ქულაა, რაც საკმარისი არ არის. რეზერვების მოცულობა ეკონომიკის შესაბამისად რომ ჩაითვალოს, სარეიტინგო ქულა 1-1.5-ის ფარგლებში უნდა იყოს.

თბილისი, პეკინის ქუჩა - Sputnik საქართველო
საზოგადოების გზავნილი ციფრებში, ანუ რას ფიქრობს ხალხი

ქვეყნის პირველი ბანკირი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ეროვნულ ბანკი ცდილობს უცხოური ვალუტის, ამ შემთხვევაში დოლარის, მინიმალური რეზერვების იმ დონემდე მიღწევას, რაც ჩვენი მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის არის აუცილებელი. მთავარი ბანკიდან მიგვანიშნებენ, რომ სავალუტო ინტერვენციებით ლარის კურსის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნება ვერ მოხერხდება და მას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი აქვს. ეროვნული ბანკი იმას არ შეგვახსენებს, რომ ლარი თავისუფალი სტილით ცურვის რეჟიმშია.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ფრანსუა პეშო ეროვნული ბანკის პოლიტიკას მიესალმება და მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკი სწორად არის ფოკუსირებული ფასების სტაბილურობაზე. ავტორიტეტული ორგანიზაციის მოხელე ხაზს უსვამს უცხოური ვალუტის რეზერვების შევსების მნიშვნელობას და აცხადებს, რომ საქართველო რეზერვების ადეკვატურობის შეფასების ინდიკატორს ჩამორჩება.

ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი ფილიალი - Sputnik საქართველო
ყურადღებით! კრედიტი ძვირდება?!

ფრანსუა პეშო: „უცხოური ვალუტის რეზერვების შესავსებად დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. საქართველო ჩამორჩება რეზერვების ადეკვატურობის შეფასების ჩვენეულ ინდიკატორს. შესაბამისად, სავალუტო რეზერვები კიდევ უნდა გაიზარდოს, რაც საგარეო მოწყვლადობის საწინააღმდეგო დაცვის მექანიზმების არსებობას უზრუნველყოფს, ხოლო სავალუტო ინტერვენციები უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ჭარბი მერყეობის შესამცირებლად და სავალუტო რეზერვების შესავსებად...“

ქვეყნის პირველი ბანკირის განცხადებით, ეროვნული ბანკი ყოველთვის შეავსებს საკუთარ რეზერვებს, როცა კი ამის შესაძლებლობას დაინახავს.

კობა გვენეტაძე: „რაც შეეხება ინტერვენციას, ეს ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია. მე თავადაც განმიცხადებია, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე და ამიტომ როდესაც ბაზარი საშუალებას მოგვცემს, ყოველთვის შევისყიდით უცხოურ ვალუტას ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების შევსების მიზნით. რეზერვების გასაზრდელად მომავალშიც იქნება ასეთი ინტერვენციები...“

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
თვლადი და უთვლადი სიკეთე, ანუ რა სარგებლობა მოაქვს კრედიტორს?

მაშასადამე ისტორიული მაქსიმუმი ადეკვატურობის ტოლფასი არ არის. როგორც დარგის სპეციალისტები აცხადებენ, ეროვნულმა ბანკმა პრობლემის აღმოსაფხვრელად რეზერვები კიდევ დაახლოებით 9-10 პროცენტით უნდა გაზარდოს. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვას განაგრძობს, ვიდრე სასურველ მაჩვენებელს არ მიაღწევს. შედეგად ეს ყველაფერი საერთაშორისო რეიტინგებში აისახება, რაც საბოლოოდ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯშიც ჰპოვებს ასახვას...

კობა გვენეტაძე: „საერთაშორისო რეზერვების შევსება ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობისთვის. როგორც ამას საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები მოწმობს, ადეკვატური მოცულობის რეზერვების არსებობა ამცირებს ქვეყანაში რისკიანობასა და კრიზისების ალბათობას, რაც ხელს უწყობს ქვეყნისადმი ინვესტორების ნდობის ზრდას. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი დოლარიზაციის მქონე, მცირე და ღია ეკონომიკებისთვის, როგორიც საქართველოა... მიმდინარე წლიდან ეროვნული ბანკი რეზერვების შესავსებად უკვე არსებულ მექანიზმებთან, სავალუტო აუქციონებთან ერთად ახალ ინსტრუმენტს, კერძოდ, სავალუტო ოფციონებს გამოიყენებს, რაც მეტ სიცხადეს შეიტანს ეროვნული ბანკის მოსალოდნელ სავალუტო შესყიდვებში და უზრუნველყოფს, რომ ვალუტის შესყიდვამ გაცვლით კურსზე მინიმალური ზეგავლენა მოახდინოს...“

თბილისი - Sputnik საქართველო
ქესატად მყოფი მექისე ანუ ეკონომიკის შავი და თეთრი...

ერთი სიტყვით, ეროვნული ბანკი თავისას არ მოიშლის და მომავალში მიზანმიმართულად განაგრძობს რეზერვების შევსებას. როგორ აისახება ეს ეროვნული ვალუტის კურსზე, ამას დრო გვიჩვენებს. არ დავივიწყოთ, წინასაახალწლოდ პირველმა ბანკირმა როგორ „გვახარა“, რომ 2019 წელს ის არ გამორიცხავს ლარის 15 პროცენტის ფარგლებში გაუფასურებას.

არავინ მიგვანიშნებს, რომ სავალუტო აუქციონზე ამერიკული დოლარის ყიდვა-გაყიდვით ეროვნული ბანკი ლარის კურსის კორექტირებას ცდილობს. რატომ? სავარაუდოდ საბანკო სფეროს სპეციალისტებსა და ექსპერტ-ანალიტიკოსებს პატივცემული მკითხველის გონისა და მიხვედრილობის იმედი აქვთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0