05:25 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
75 0 0

დღეისათვის თბილისს მუდმივი მეგობრული ურთიერთობები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 20 ქალაქთან. ბაქო 21-ე გახდა.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანის დედაქალაქები – თბილისი და ბაქო დაძმობილებული ქალაქები გახდნენ, შესაბამისი მემორანდუმი სამშაბათს გაფორმდა, იუწყება სააგენტო Новости Грузия დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფროსმა ელდარ აზიზოვმა. ცერემონია კალაძის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც „Sputnik-აზერბაიჯანი“ იუწყება, შეხვედრაზე აზერბაიჯანის დედაქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

აზერბაიჯანულ-ქართულმა ურთიერთობებმა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია, განაცხადა აზიზოვმა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში ვითარდება, მათ შორის, ორმხრივი ვიზიტების შედეგად.

კახა კალაძემ, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს ისტორიულად აკავშირებს მეგობრობა და საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანთან ურთიერთობებს.

დღეისათვის თბილისი ინარჩუნებს მუდმივ მეგობრულ ურთიერთობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 20 ქალაქთან. ბაქო 21-ე დაძმობილებული ქალაქი გახდა. 1997 წლიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქები პარტნიორი ქალაქები არიან.

მსოფლიოს რამდენიმე ქალაქის მეგობრობა თბილისთან რამდენიმე ათწლეულს ითვლის. პირველი ქალაქი, რომელთანაც თბილისი დამეგობრდა, იყო გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი. ეს იყო პირველი შეთანხმება საბჭოთა ქალაქსა და დასავლეთ გერმანიის ქალაქს შორის.

ჯერ კიდევ 1974 წლის 11 ივნისს ზაარბრიუკენის საქალაქო საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირა თბილისთან მეგობრობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის. ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც შედგა გერმანულ და რუსულ ენებზე, 1975 წლის 22 მარტს ხელი მოაწერეს ზაარბრიუკენის მერმა ოსკარ ლაფონტენმა და მისმა ქართველმა კოლეგამ ბახვა ლობჟანიძემ.

ეტაპობრივად თბილისის მეგობართა რიგები იზრდებოდა. ბოლო, რიგით მე-20 ქალაქი, რომელთანაც თბილისმა ხელი მოაწერა შეთანხმებას დაძმობილებული ურთიერთობების დამყარების შესახებ, არის ლიმა, პერუს დედაქალაქი. დოკუმენტი 2018 წელს გაფორმდა.

მთავარი თემები