03:52 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (155)
76 0 0

სომხეთის პრემიერის თქმით, საუბარია როგორც იმ პირებზე, რომლებიც ტყვედ ჩავარდა ყარაბაღში კონფლიქტის ბოლოდროინდელი ესკალაციის დროს, არამედ მათზე, ვინც ტყვეობაში მანამდე მოხვდა

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ბაქოსა და ერევანს შორის ტყვეთა გაცვლა უკვე შეთანხმებულია პრინციპით „ყველა ყველაზე“, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. ამის შესახებ წერს РИА Новости.

„ტყვეების დაბრუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. მინდა განვაცხადო, რომ აქ გარკვეული პროგრესი შეინიშნება. აზრობრივად, შეთანხმებულია გაცვლის პრინციპი „ყველა ყველაზე“, - მიმართა თანამემამულეებს ფაშინიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარია როგორც იმ პირებზე, რომლებიც ტყვედ ჩავარდა ყარაბაღში კონფლიქტის ბოლოდროინდელი ესკალაციის დროს, არამედ მათზე, ვინც ტყვეობაში მანამდე მოხვდა. მისი თქმით, ახლა საჭიროა შემუშავდეს იმ ტყვეთა დაბრუნების მექანიზმები, რომელთა შესახებ მონაცემები მომავალში გახდება ცნობილი.

სომხეთის პრემიერის თქმით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა წარმოადგენს. მან განაცხადა, რომ 9 ნოემბრიდან კონფლიქტის ზონიდან დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა 600-ზე მეტი ცხედარია გადმოსვენებული, ამჟამად 500 ცხედრის ამოცნობა მიმდინარეობს.

„დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი უგზო-უკვლოდ დაკარგულ თანამემამულეთა ცხედრებია... ამოცნობა დნმ-ის ტესტების დახმარებით მიმდინარეობს. დღეისათვის იდენტიფიცირებულია და ახლობლებს გადაეცა დაღუპულთა 135 ცხედარი“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 2020 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები შედიან. ისინი მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ ლაგდებიან. გარდა ამისა, სომხეთი რამდენიმე რაიონს თმობს.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (155)

მთავარი თემები