ერევანში მომიტინგეებმა ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მსვლელობა გამართეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიოპოზიციის მიტინგი ერევანში
ოპოზიციის მიტინგი ერევანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნით ადრე სომხეთის მთავრობამ გააუქმა მიტინგების აკრძალვა და ქვეყანაში შესვლისა და ქვეყნიდან გასვლის საგანგებო რეჟიმი, რომელიც საომარი მდგომარეობის პირობებში მოქმედებდა

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. ერევნის ცენტრში დაიწყო ოპოზიციის მსვლელობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, იუწყება Sputnik-სომხეთი.

ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუტუნის“ ახალგაზრდული კავშირის მიერ ორგანიზებული აქცია კომპოზიტორ არამ ხაჩატურიანის ძეგლთან დაიწყო. მომიტინგეები პლაკატებითა და ბანერებით რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართნენ შეძახილებით „ნიკოლ - მოღალატე“. პოლიცია მოვლენებში არ ერევა და მხოლოდ იმას აკონტროლებს, რომ მათ ტრანსპორტის მოძრაობას ხელი არ შეუშალონ. დაკავებულები არ არიან.

მსვლელობის დაწყებამდე პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს ოპოზიცია აპირებს „თავისი გადამჭრელი ქმედებების საგზაო რუკის“ გამოქვეყნებას.

რუსი სამშვიდოებოები ყარაბაღში - Sputnik საქართველო
„ყველა ყველაზე“ - ერევანი ყარაბაღში ტყვეთა გაცვლის ვარიანტს სთავაზობს

ამას წინათ პარლამენტის დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „ნათელი სომხეთი“ ივეტა ტონოიანმა განაცხადა, რომ 5 დეკემბერს „საერთო ეროვნული მიტინგია“ დაგეგმილი.

ოპოზიცია სომხეთში 10 ნოემბრიდან აპროტესტებს მთიან ყარაბაღში ზავის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ფაშინიანმა მოაწერა ხელი. მომიტინგეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ყარაბაღზე მიღწეული შეთანხმების დერატიფიკაციის პროცესის დაწყებას.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამდგომლობით ცეცხლისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, სომხეთის მხარემ დათმო ტერიტორიების ნაწილი, მთიან ყარაბაღში კი რუსი სამშვიდობოები შევიდნენ. ისინი მხარეთა გამყოფ ხაზსა და სომხეთთან ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0