11:45 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (137)
81 0 0

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა - ალიევმა და ფაშინიანმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხეს

თბილისი, 15 ოქტომბერი ― Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ― ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ინტერვიუ მისცეს მედიაჯგუფ Россия сегодня-ს გენერალურ დირექტორ დმიტრი კისელიოვს.

ორი ქვეყნის ლიდერებმა პარალელურად უპასუხეს Sputnik-ის კითხვებსაც მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებენ ისინი რეგიონში საომარი მოქმედებების შედეგებს, ფაშინიანმა და ალიევმა თავი შეიკავეს ზუსტი პასუხისგან, როგორია მხარეების დანაკარგები და რამდენია ტყვეთა რაოდენობა.  

„ძალიან ბევრია მსხვერპლი ორივე მხრიდან. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო ომია თავისი მასშტაბებით XXI საუკუნეში, იმიტომ რომ მასში ჩართულია შეიარაღების ყველა სახეობა: ტანკები, დრონები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ჯავშანტექნიკა, არტილერია. ძალიან ბევრი ჯარისკაცი და  ჯარებია ამოქმედებული ამ ბრძოლებში. ამ დროისათვის მთიანი ყარაბაღის არმია თავდაცვაში დგას და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთისა და აზებაიჯანის გეგმები, ბლიცკრიგით აეღოთ კონტროლი მთიან ყარაბაღზე, ჩავარდა“, ― განაცხადა ფაშინიანმა Sputnik-თან პარალელური ინტერვიუსას.  

 

„ჩვენი მონაცემებით, სომხური მხარის დანაკარგები ბევრად აღემატება ჩვენს დანაკარგებს. საკუთარი დანაკარგების შესახებ სამხედრო მოსამსახურეთა შორის ჩვენ კონფლიქტის ცხელი ფაზის ჩავლის მერე გამოვაცხადებთ. რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებების შედეგებს, ისინი ძალიან წარმატებულია აზერბაიჯანის არმიისთვის. ჩვენ შევძელით გაგვერღვია მოწინააღმდეგის ღრმად ეშელონირებული თავდაცვა. დღეისათვის ოლუპაციისგან გათავისუფლებულია ათობით დასახლებული პუნქტი. ჩვენ განვაგრძობთ წარმატებულ  ოპერაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, ― აღნიშნა ალიევმა პარალელური ინტერვიუსას.  

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

ალიევი ყარაბაღის კონფლიქტზე: თურქეთი მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა იყოს>>

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ წყდება, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (137)

მთავარი თემები