ალიევი ყარაბაღის კონფლიქტზე: თურქეთი მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა იყოს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალიევის აზრით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრაში ის ქვეყნები უნდა იყვნენ ჩართული, რომლებსაც რეგიონში გასასვლელი აქვთ.

თბილისი, 14 ოქტომბერი ― Sputnik. თურქეთი უკვე მუდმივად არის ჩართული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში და ის უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

აღნიშნულის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
ალიევი ქვეყნებს დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერებით ემუქრება

„ეუთოს მინსკის ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა და რა გახდა მისი ამ სახით ჩამოყალიბების მიზეზი, ჩვენ არ ვიცით. ამ ჯგუფში არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი რეგიონში და არ გააჩნიათ არანაირი გავლენა. თუ ამ კონფლიქტის გადაჭრა გვინდა, მაშინ ჯგუფში ისეთი ქვეყნები უნდა იყვნენ, რომლებსაც რეალური შერიგებისთვის მუშაობა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ამ როლში ჩვენ ვხედავთ და მივესალმებით თურქეთს“, ― განაცხადა ალიევმა ტელეარხ Haber Turk-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ბაქოს ესმის, რომ მინსკის ჯგუფის შემადგენლობის ცვლილება გარკვეულ იურიდიულ პროცედურებს ითვალისწინებს, მაგრამ თურქეთის გარეშე კონფლიქტი არ გადაიჭრება. 

„ჩვენ არ გვსურს ამ დეტალებში ჩაღრმავება. ამიტომ ვთქვი: მნიშვნელობა არ აქვს, დე-იურე თუ დე-ფაქტო ― მთავარია, რომ თურქეთი მოლაპარაკებათა მაგიდასთან იჯდეს“, ― დაამატა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ამასთან ალიევმა აღნიშნა, რომ მოსკოვი და ანკარა მუდმივად ეწევიან კონსულტაციებს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. 

„პრეზიდენტები რეჯეფ თაიიფ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი არაერთხელ შეხვდნენ მრავალი წლის განმავლობაში, და ეს საკითხი მრავალი წელია თურქეთისა და რუსეთის დღის წესრიგში დგას. ამის შესახებ მე ვიცი როგორც თურქეთის, ისე რუსეთის პრეზიდენტებისგან. თურქეთი ახლა კიდევ უფრო მასშტაბურადაა ჩართული. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ხვდება სერგეი ლავროვს, ჰულის აკარი ხვდება შოიგუს, საუბრობენ ტელეფონით და ვის შეუძლია თქვას, რომ თურქეთი აქ არ არის?! <...> თურქეთი არის და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერ ჩვენზე დამოკიდებულს, რომ თურქეთი შემდგომშიც იყოს. <...> ეს ყველამ უნდა გაიგოს“, ― ხაზი გაუსვა ალიევმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
ფაშინიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარების გზას ასახელებს

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ წყდება, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

ყველა ახალი ამბავი
0