08:58 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1075)
118 0 0

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 29 312 ფაქტი დარეგისტრირდა, აქედან კლინიკებიდან 21 547 ადამიანი გაეწერა, ხოლო 400 ადამიანის გადარჩენა ვერ შეძლეს

თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე–ღამეში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე დროს, გამოჯანმრთელდა 573 ადამიანი, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.

ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში კორონავირუსის ფონზე არსებული დაავადებების გართულებებით გარდაიცვალა ცხრა ადამიანი.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 29 312 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან გამოჯანმრთელდა 21 547 ადამიანი, ხოლო 400 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობს 7365 კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1075)

მთავარი თემები