თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე–ღამეში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე დროს, გამოჯანმრთელდა 573 ადამიანი, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში კორონავირუსის ფონზე არსებული დაავადებების გართულებებით გარდაიცვალა ცხრა ადამიანი.
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 29 312 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან გამოჯანმრთელდა 21 547 ადამიანი, ხოლო 400 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობს 7365 კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი.