17:28 12 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (230)
89 0 0

თუ სომეხ კოლეგას კითხვები გაუჩნდა, მას შეეძლო ჩვენთან დაკავშირება და ის თავის კითხვებზე პასუხებს მიიღებდა, განაცხადა ტიკარაძემ

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის კრიტიკა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დათვლის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და გარკვეულ კითხვებს აჩენს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა შაბათს გამართულ საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე აღიარა, რომ საქართველოში მიღებული და დღემდე მოქმედი შეზღუდვები იყო უფრო ეფექტური, ძლიერი და მკაცრი. თუმცა მან ეჭვი შეიტანა ინფიცირებულთა დათვლის მეთოდოლოგიაში და აღნიშნა, რომ სომხეთში ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა უკეთესია, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში. ტოროსიანის სიტყვებმა საქართველოში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია, სამედიცინო საზოგადოებამ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ტიკარაძის თქმით, ქართული მხარე მუდმივ კავშირზე იყო სომეხ კოლეგებთან, ტარდებოდა კონსულტაციები ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ქვეყნებში. საქართველოს მთავარი ექიმი ამტკიცებს, რომ თუ სომეხ კოლეგას კითხვები გაუჩნდა, მას კავშირის ამ არხის გამოყენება შეეძლო და ის თავის კითხვებზე პასუხებს მიიღებდა.

„აქედან გამომდინარე, გარკვეული ეჭვები და კითხვები იბადება, თუ რა ედო საფუძვლად ჩემი კოლეგის მხრიდან ამ განცხადების გაკეთებას“, - განუცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებს.

კვირას, 24 მაისს, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დიპლომატიური არხებით გადასცა ოფიციალურ თბილისს თავისი წუხილი უწყების ხელმძღვანელის, არსენ ტოროსიანის სიტყვების გამო.

„ბოდიში უნდა მოიხადოს“ - თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ შეაშფოთა >>

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან ერევანში საქართველოს საელჩოში დარეკეს და მინისტრის სახელით გამოითქვა წუხილი მისი გამონათქვამების გამო, რომლებიც, მათი თქმით, არასწორად იქნა გაგებული.

25 მაისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 113 შემთხვევა გამოვლინდა, საქართველოში - 731.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (230)

მთავარი თემები