„ბოდიში უნდა მოიხადოს“ - თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ შეაშფოთა

© photo: Sputnikთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცერცვაძემ ტოროსიანი საქართველოში დაპატიჟა, რათა კორონავირუსთან ბრძოლაში შეძენილი გამოცდილება გაუზიაროს.

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა უნდა მოიხადოს ბოდიში თავისი განცხადების გამო, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ეხება, მიიჩნევს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ეპიდემიოლოგი თენგიზ ცერცვაძე.

ეზუგბაია: „საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობას არ მალავს“ >>

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ადრე განაცხადა, რომ ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა და ჯანდაცვა საქართველოში განსხვავდება სომხურისგან, თუმცა არა საუკეთესო მხრიდან. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი საკუთარ სტატისტიკას გამჭვირვალედ ავრცელებს.

„არ გვგონია, რომ არსენ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მითუმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს. საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს“, - განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.

იმ ფონზე, რომ ახლა სომხეთში 6 300-ზე მეტი ინფიცირებული და 77 გარდაცვლილია, სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია, დასძინა მან.

ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო
აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა: გამოჯანმრთელდა ბოლო ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი

ცერცვაძემ ტოროსიანი საქართველოში დაპატიჟა, რათა კორონავირუსთან ბრძოლაში შეძენილი გამოცდილება გაუზიაროს.

საქართველომ კორონავირუსის ტესტები 2020 წლის 4 თებერვალს მიიღო - ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენამდე 22 დღით ადრე. უკვე 12 თებერვალს კორონავირუსთან საბრძოლველად რეკომენდაციები და პროტოკოლები შემუშავდა. ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო შიდა გადაცემა დაიწყო 22 მარტს, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 54 ადამიანს შეადგენდა.

იმ დროისათვის ქვეყანაში უკვე იყო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი შეზღუდვები დაწესდა.

მაისის ბოლოსთვის ქვეყანაში კორონავირუსის დასადგენად დაახლოებით 46 ათასი ტესტი გაკეთდა, ყოველდღიურად ტესტი 1,6 ათასს უკეთდება.

დღეისათვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოხსნილია, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვების მაინც ძალაში რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0