13:37 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1648)
74 0 0

ეგზიტპოლის მონაცემებით, მმართველი პარტია პარლამენტში 125 ადგილიდან იკავებს 69-ს, კიდევ 41 ადგილს დამოუკიდებელი დეპუტატები დაიკავებენ

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ქვეყნის ახალ პარლამენტში მიიღებს მანდატების უმრავლესობას. ამას მოწმობს ეგზიტპოლის მონაცემები, რომლებიც ჩაატარა სოციალოგიური კვლევების ამერიკულმა ცენტრმა Arthur J. Finkelstein & Associates.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში კვირას გაიმართა.

„Exit poll 1053 საარჩევნო პუნქტში იმართებოდა. ჩატარდა ინტერვიუ. ჩვენი გათვლებით, 69 ადგილს მმართველი პარტია მიიღებს“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

Arthur J. Finkelstein & Associates-ის მონაცემებით, კიდევ 41 მანდატს იღებენ დამოუკიდებელი კანდიდატები. გამოკითხვის ცდომილება 3,6-3,9%-ს შეადგენს.

ამომრჩევლები რეგისტრირებული 1314 დეპუტატობის კანდიდატიდან ერთპალატიანი პარლამენტის 125 წევრს ირჩევდნენ. ამჟამინდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აზერბაიჯანის 5 329 460 მოქალაქეს გააჩნია.

თემები:
მსოფლიო დღეს (1648)

მთავარი თემები