მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რიგგარეშე არჩევნები აზერბაიჯანში: ეგზიტპოლმა გამარჯვებული დაასახელა

© Sputnik / Alexander Imedashviliაზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეგზიტპოლის მონაცემებით, მმართველი პარტია პარლამენტში 125 ადგილიდან იკავებს 69-ს, კიდევ 41 ადგილს დამოუკიდებელი დეპუტატები დაიკავებენ

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ქვეყნის ახალ პარლამენტში მიიღებს მანდატების უმრავლესობას. ამას მოწმობს ეგზიტპოლის მონაცემები, რომლებიც ჩაატარა სოციალოგიური კვლევების ამერიკულმა ცენტრმა Arthur J. Finkelstein & Associates.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში კვირას გაიმართა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნები - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

„Exit poll 1053 საარჩევნო პუნქტში იმართებოდა. ჩატარდა ინტერვიუ. ჩვენი გათვლებით, 69 ადგილს მმართველი პარტია მიიღებს“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

Arthur J. Finkelstein & Associates-ის მონაცემებით, კიდევ 41 მანდატს იღებენ დამოუკიდებელი კანდიდატები. გამოკითხვის ცდომილება 3,6-3,9%-ს შეადგენს.

ამომრჩევლები რეგისტრირებული 1314 დეპუტატობის კანდიდატიდან ერთპალატიანი პარლამენტის 125 წევრს ირჩევდნენ. ამჟამინდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აზერბაიჯანის 5 329 460 მოქალაქეს გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0