15:14 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
15810

ტურისტული სააგენტოს ახალგაზრდა თანამშრომელი მიამიტი ტურისტებისთვის ყალბი საგზურებისა და ავიაბილეთების მიყიდვით გამდიდრდა

თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. სომხეთის მოქალაქე ახალგაზრდა ქალს ტურისტების ფულის მითვისებაში ედება ბრალი. მან 55 ადამიანი მოატყუა. ინფორმაციას „Sputnik-სომხეთი“ ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სამართალდამცველებმა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია დააკავეს >>

გამოძიების მონაცემებით, ერევნის ერთ-ერთი ტურისტული ფირმის 24 წლის გაყიდვების მენეჯერი ყალბი ელექტრონული მისამართებიდან ჯავშნიდა ნომრებს სხვადასხვა სასტუმრო და სარესტორნე კომპლექსში, რის შედეგადაც ბარათზე და ნაღდი ფულის სახით 9,6 მილიონი დრამი მიიღო (დაახლოებით 19 ათასი დოლარი).

თაღლითი ქალბატონი ამით არ დაკმაყოფილდა. სხვა ტურისტულ კომპანიაში, რომელშიც დირექტორად მუშაობდა, ავიაბილეთების, ტრანსფერების უზრუნველყოფისა და სასტუმროს ნომრების დაჯავშნის შედეგად „გამოიმუშავა“ 40 მილიონი დრამი (82 ათასი დოლარი).

ტურისტული ფირმის ბევრმა კლიენტმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გაარკვია, რომ მათი საგზურები და ბილეთები სინამდვილეში „ყალბი“ იყო. მოტყუებული მოქალაქეები შეეცადნენ ოპერატორთან დაკავშირებას, თუმცა ქალი სხვადასხვა საბაბით იძვრენდა თავს შეხვედრებისგან. საბოლოო ჯამში, მოტყუებულმა ტურისტებმა პოლიციას მიმართეს, ტურისტული ფირმა კი ამასობაში დაიხურა.

მთავარი თემები