ფრთხილად! თქვენი საბანკო მონაცემები საფრთხეშია: საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიკიბერ-შეტევა
კიბერ-შეტევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შექმნილია ყალბი ვებ-გვერდები, რომლებიც მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემებს სთხოვენ.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერ-თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომლებსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

TBC bank-ის განყოფილება - Sputnik საქართველო
ჰაკერებმა „თიბისი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ კლიენტები გაძარცვეს

ყალბ ვებ-გვერდებზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვენ. ისინი უკანონოდ იყენებენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას.

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია Pensions.ge და საიტი არ მოითხოვს საბანკო მონაცემების შეყვანას. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად მხოლოდ პირადი ნომერი და პაროლია საჭირო.

თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0