ჰაკერებმა „თიბისი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ კლიენტები გაძარცვეს

© Sputnik / Levan AvlabreliTBC bank-ის განყოფილება
TBC bank-ის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროტმოქმედები აკოპირებდნენ ქართული ბანკების ონლაინ-გვერდებს და ამ გზით კლიენტების საბანკო მონაცემებს ეუფლებოდნენ

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. პოლიციამ ბანკების მომხმარებელთა თანხების უკანონო მითვისების ბრალდებით თურქეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მედია: ჰაკერთა ჯგუფის ლიდერი და მისი ასისტენტი - საქართველოს მოქალაქეები არიან >>

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბოროტმოქმედები წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, უკანონოდ ეუფლებოდნენ მოქალაქეთა საბანკო მონაცემებს და მათი ანგარიშებიდან თანხებს ისაკუთრებდნენ.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
საქართველომ დააკავა ჰაკერები, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით ათობით ათასი ადამიანი გაძარცვეს

ისინი სოციალურ ქსელ Facebook-ზე რეკლამის სახით, სისტემატურად ათავსებდნენ ვებგვერდებს, რომლებიც ვიზუალურად ჰგავდა „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ინტერნეტ-ბანკინგის ვებგვერდებს. ბანკის კლიენტებს სხვადასხვა სახის ინტერნეტმომსახურებას სთავაზობდნენ. გარდა ამისა, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, აღნიშნული ვებგვერდებიდან ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა ბანკი სხვადასხვა სახის ძვირადღირებულ პრიზებს ათამაშებდა.

ბანკის კლიენტებს რეალურ ინტერნეტბანკინგთან ვიზუალური მსგავსების გამო ეჭვიც არ უჩნდებოდათ, რომ თაღლითების მსხვერპლად იქცნენ და თავისი პერსონალური მონაცემები შეჰყავდათ. ბოროტმოქმედებისთვის მათი ანგარიშები სწორედ ამ გზით ხდებოდა ხელმისაწვდომი.

ისინი თანხებს ინტერნეტ-ტოტალიზატორების წინასწარ შექმნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ და შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ. ბოროტმოქმედებმა ამ გზით 200 000 ლარამდე „გამოიმუშავეს“.

დაკავებულთა საცხოვრებელი სახლის, ნაქირავები ბინის და სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო 3 ლეპტოპი, 4 მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი, რამდენიმე საბანკო პლასტიკური ბარათი და ფული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო TBC Bank-ზე ჰაკერული შეტევის საქმეს იძიებს >>

დაკავებულებს ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება, კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევა და ქურდობა. მათ 2-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0