23:10 19 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
23 0 0

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედება მაღალჩინოსანთა მხრიდან 1 მილიონი დოლარის მითვისების, გაფლანგვისა და დატაცების ორგანიზებაში

თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ქვეყნის ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ადვოკატის სარჩელი ბრალდების გაუქმების შესახებ, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.

სომხეთის ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანს 1 მლნ დოლარის გაფლანგვაში ედება ბრალი >>

სარგსიანის ადვოკატმა ამრამ მაკინიანმა გაასაჩივრა გამოძიების გადაწყვეტილება სარგსიანისთვის ბრალის წაყენების შესახებ და მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის ხელშეუხებლობის პრინციპით დაასაბუთა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სარგსიანის ქმედება მის სტატუსსა და საქმიანობას შეესაბამებოდა.

გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ სარგსიანის ქმედება არ ეფუძნებოდა მის უფლებამოსილებას, შესაბამისად, ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტია ამ შემთხვევაში მასზე არ ვრცელდება.

სომხეთის მესამე პრეზიდენტს ბრალი ედება იმაში, რომ 2013 წელს მან პროტექცია გაუწია კომპანია „ფლეშს“, რომელმაც გაიმარჯვა დიზელის შემომტანის შესარჩევად გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერში, მიუხედავად იმისა, რომ თავის კონკურენტზე მაღალი ფასი დაასახელა (სხვაობა დაახლოებით 1 მილიონი დოლარი). გამოძიების ვერსიით, ამით სახელმწიფოს მიადგა მრავალმილიონიანი ზარალი. აღკვეთის ღონისძიების სახით სარგსიანს გაუსვლელობის ხელწერილი დაადებინეს.

მთავარი თემები