საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მეთაურის რანგში პირველად ესტუმრა სომხეტს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ დაიწყო მისი ოფიციალური ვიზიტი
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი სომხეთში 13 მარტს დაიწყო. ქვეყნის მეთაურს ერევნის საერთაშორისო აეროპორტ "ზვარტნოცში" დახვდნენ სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა საკუთარ კოლეგას, არმენ სარქისიანს, ასევე დაგეგმილია შეხვედრები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის კათოლიკოს გარეგინ მეორესთან.

სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ერევნის საერთაშორისო აეროპორტში

საქართველოს მთავრობის მეთაური სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

3/15
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
სომხეთში ვიზიტი "ციცერნაკაბერდის" მემორიალურ კომპლექსთან დაიწყო

4/15
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო ოსმალეთის იმპერიაზე XX საუკუნეში სომეხთა პირველი გენოციდის მსხვერპლებს

5/15
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
საქართველოს მთავრობის მეთაურმა "ციცერნაკაბერდის" მემორიალურ კომპლექსთან ყვავილები მიიტანა

6/15
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
ასევე დარგო ნაძვის ხე ხსოვნის ხეივანში

7/15
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
ზურაბიშვილს ახლდნენ ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი, ერევნის მერი აიკ მარუთიანი, ასევე სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი

8/15
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
მემორიალის ნახვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტში გაემართა

9/15
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მუზეუმ-ინსტიტუტის ხსოვნის წიგნაკში ჩანაწერიც დატოვა

10/15
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
"გამოვხატავ გულწრფელ თანაგრძნობას დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენ გულთან ახლოს მიგვაქვს ეს ტკივილი და პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას", - დაწერა წიგნაკში ზურაბიშვილმა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი შეხვდა სომხეთის პრეზიდენ არმენ სარქისიანს

არმენ სარქისიანმა ასევე უმასპინძლა სალომე ზურაბიშვილის თანმხლებ დელეგაციას ერევანში

13/15
© photo : Sputnik / Aram Nersesyan
სახელმწიფოების მეთაურებმა განიხილეს თანამშრომლობა სატრანსპორტო სფეროში, ეკონომიკაში, ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, ასევე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიაში ლოგისტიკური პროექტების ამოქმედებაზე

14/15
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
არმენ სარქისიანმა და სალომე ზურაბიშვილმა განიხილეს სხვადასხვა საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას ეხება

15/15
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
შეხვედრის დასასრულს გაიმართა ორი ქვეყნის პრეზიდენტის საერთო პრეს-კონფერენცია