03:07 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8226
  • 100 RUB4.2699
  • USD3.2641
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
55 0 0

ყოფილ პრეზიდენტს მაღალჩინოსანთა ჯგუფის მიერ 1 მილიონი დოლარის მითვისებისა და გაფლანგვის ორგანიზებაში სდებენ ბრალს

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სომხეთის მესამე პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს ბრალი წაუყენეს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 38–179–ე მუხლის მე–3 ნაწილის პირველი პუნქტის მიხედვით – მითვისება ან გაფლანგვა. ამის შესახებ „Sputnik–სომხეთი“ სომხეთის სპეციალური საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედება იმაში, რომ 2013 წლის 25 იანვრიდან 7 თებერვლამდე ორგანიზება გაუკეთა მაღალჩინოსანთა ჯგუფის მიერ 489 მილიონი დრამის (1 მილიონ დოლარზე მეტი) მითვისებას, გაფლანგვასა და მიტაცებას. აღკვეთის ღონისძიების სახით ექსპრეზიდენტს ხელწერილი გაუსვლელობის შესახებ ჩამოართვეს.

ბრალდების დასკვნის თანახმად, 2013 წლის 24 იანვარს მთავრობამ დაამტკიცა მიწათმფლობელების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაიყიდა 17 მილიონი ლიტრი დიზელის საწვავი, რომელსაც გამოყოფდნენ საოლქო ადმინისტრაციებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის ორგანიზაციების განაცხადების საფუძველზე.

დიზელის საწვავის მიწოდების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარადგინა რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის, „მაქხსურმა“ და „ფლეშმა“. „მაქხსურმა“ დამკვეთს უფრო დაბალი ფასი შესთავაზა და ამ კომპანიის განაცხადი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა.

სერჟ სარგსიანმა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო „მაქხსურის“ უფრო ხელსაყრელი შეთავაზების შესახებ, მას იგნორირება გაუკეთა, გამოიყენა თანამდებობა და თავის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მეშვეობით მთავრობას არჩევანი კომპანია „ფლეშზე“ შეაჩერებინა.

მთავარი თემები