16:07 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
„ბავრა-ნინოწმინდის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი

სომხეთი თბილისისგან სომეხი ჟურნალისტების არშეშვების გამო განმარტებებს ელოდება

© photo: Sputnik / Samvel Sepetchyan
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
124 0 0

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავს იკავებს მომხდარის შეფასებისგან და ამ საკითხზე თბილისის ოფიციალურ პოზიციას ელოდება

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთის საგარეო პოლიტიკური უწყება ელოდება განმარტებებს საქართველოში სომეხი ჟურნალისტების არშეშვების გამო, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანზე, ანა ნაგდალიანზე დაყრდნობით.

სომხური გამოცემა Epress.am-ის სამი წარმომადგენელი - მთავარი რედაქტორი იური მანველიანი, ასევე ტიგრან ხაჩატრიანი და ტიგრან აკოპიანი, 11 ოქტომბერს მიემგზავრებოდა საქართველოში გადაღებებზე - თბილისში, ახალციხეში და ახალქალაქში. ერთობლივი სომხურ-ქართული პროექტის ფარგლებში ჟურნალისტები ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტერვიუების ჩაწერას გეგმავდნენ.

„ბავრა-ნინოწმინდის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ქართულ მხარეს საპასპორტო კონტროლის გავლისას მებაჟეებმა შეიტყვეს რა მათი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ, განუცხადეს, რომ „მათ ამ ქვეყანაში ეკრძალებათ ჟურნალისტური საქმიანობა“, და „ რომ საქართველოში შესვლა აკრედიტაციისა და ნებართვის გარეშე არ შეიძლება“. სომეხმა ჟურნალისტებმა მომხდარის შესახებ აცნობეს საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა დღემდე არ იციან, რაშია საქმე.

„ჩვენ ვიცით პრობლემის შესახებ. ჩვენი საელჩო თბილისში მაშინათვე დაუკავშირდა ქართველ კოლეგებს. თავად პრობლემის არსი და მისადმი ჩვენი მიდგომა წარვუდგინეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამ საკითხზე ველოდებით განმარტებებს ქართველი კოლეგებისგან“, - განაცხადა ნაგდალიანმა ბრიფინგზე.

როდესაც განმარტებები იქნება მიღებული, საქართველოში სომხეთის საელჩო შესაბამის განცხადებას გააკეთებს.

ქართულ-სომხურ საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შესახებ დაწერა ზოგიერთმა ქართულმა მედიამ და გამოხატა იმედი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება შექმნილ სიტუაციას ცხადს გახდის.

სააგენტო „ტაბულას“ კორესპონდენტებმა სცადეს შსს-ში მიეღოთ კონკრეტული ინფორმაცია ქვეყანაში სომეხი ჟურნალისტების არშეშვების მიზეზებთან დაკავშირებით, მაგრამ საკმაოდ ზოგადი და ბუნდოვანი პასუხი მიიღეს.

სააგენტოს შეკითხვაზე შსს-მ ასეთი პასუხი გასცა: „Epress.am-ის ჟურნალისტები, იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატარიანი და ტიგრან აკოფიანი ნინოწმინდის გამშვებ პუნქტზე საქართველოს კანონის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მე-11 მუხლის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე არ შემოუშვეს. აღნიშნული ქვეპუნქტი კი "კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს" გულისხმობს. 

აღსანიშნავია, რომ Epress.am ცნობილია საკმაოდ სკანდალური მასალებით ყარაბაღის საკითხის, ლგბტ-საზოგადოების და ჯარის შესახებ.

მთავარი თემები