04:17 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
სამგზავრო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე იმოძრავებს

რატომ არ მოძრაობენ სამგზავრო მატარებლები ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე

photo: courtesy of Press service of Azerbaijan Railways
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (112)
14430

აგვისტოში, შესაძლოა, ბაქო–ანკარის მატარებელმა არ იმოძრაოს, რადგან თურქეთსა და საქართველოში მარშრუტის შეთანხმებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ბაქო-ანკარის მარშრუტით რკინიგზით მგზავრობა გადაიდო მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი მზადაა მგზავრები ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით გადაიყვანოს, განაცხადა „აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარემ ჯავიდ გურბანოვმა, იუწყება „Sрutnik-აზერბაიჯანი".

„თქვენ ნახეთ მატარებლები, რომლებიც ამ ხაზისთვის შევიძინეთ. მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მგზავრების გადაყვანა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით შეყოვნებულია, რადგან თურქეთი და საქართველო ამისთვის მზად არ არიან", – განაცხადა გურბანოვმა.

აზერბაიჯანიდან თურქეთში ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე სამგზავრო მატარებლების მოძრაობის ვადად ბოლოს მიმდინარე წლის აგვისტო განისაზღვრა. ამასთან, თურქეთის რკინიგზამ თავისი წინადადებებიც კი წარმოადგინა ბილეთების ფასებთან დაკავშირებით ბაქო–ანკარის მარშრუტზე.

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა თანხმობა განაცხადა „ჩრდილოეთი–სამხრეთის" სარკინიგზო დერეფნის ბაქოდან ასტარამდე მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებაზე, აღნიშნა გურბანოვმა.

„აქ საუბარია 543-კილომეტრიან გზაზე. მსოფლიო ბანკს არ სურს, რომ ამ პროექტის დაფინანსებაში მარტომ მიიღოს მონაწილეობა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მოზიდვას აპირებს", – განაცხადა გურბანოვმა.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში რკინიგზის 343 კილომეტრი გაფართოვდება – ის ორხაზიანი გახდება.

ბაქო–თბილისი–ყარსის დერეფანი აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.

ბახტაძე: ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში ცვლილებები საქართველოსთან უნდა შეთანხმდეს>>

მარშრუტის სიგრძე 829 კილომეტრია, სავარაუდო გამტარუნარიანობა – წელიწადში მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი. მომავალში ამ სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონა ტვირთამდე წელიწადში.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (112)

მთავარი თემები