თურქეთიდან საქართველოში რკინიგზით პირველი ტვირთი შემოვიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო მატარებელი
სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, ეს არის საქართველოს დანიშნულებით რამდენიმე ათასი ტონა თურქული ტვირთის პირველი სატესტო გაშვება

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თურქეთიდან საქართველოში დღეს პირველი სატვირთო რეისი შესრულდა, იუწყება „საქართველოს რკინიგზა“.

თბილისი, ბაქო და ანკარა თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან >>

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. სატვირთო გადაზიდვების გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.

„საქართველო-თურქეთის რკინიგზების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია, რადგანაც დღეს პირველად ხდება რკინიგზის მეშვეობით თურქული ტვირთის საქართველოში იმპორტი. ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამოყენებით განხორციელდება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ტვირთბრუნვა ეტაპობრივად მოიმატებს“, – განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

მატარებელი „სომხეთი“ - Sputnik საქართველო
მატარებელი „სომხეთი“ ბათუმისკენ დაიძრა

 „საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, შემადგენლობა თურქეთში, ერზრუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს.

ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის სიგრძე 846 კილომეტრს შეადგენს. ბაქო-თბილისი-ყარსის წლიური სავარაუდო გამტარუნარიანობაა — მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონამდე შეიძლება გაიზარდოს.

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის საშუალებით ტვირთებსა და მგზავრებს ექნება შესაძლებლობა დაუბრკოლებლად იმოძრაონ აზიიდან ევროპაში და საპირისპირო მიმართულებით. ეს კი რეგიონის ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0