20 ივნისს დაკავებულთა საქმე: სასამართლომ სომხეთის მოქალაქე გაათავისუფლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის 24 წლის მოქალაქეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა ედებოდა ბრალად.

თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე არეულობის დროს დაკავებული სომხეთის მოქალაქე გათავისუფლებულია, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ საქართველოში სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
20 ივნისს დაკავებულთა საქმე – სააპელაციო სასამართლომ 41 პირი გაათავისუფლა

„სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის საელჩოს სარჩელი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის დაკავების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 24 წლის მინას მინასიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

თბილისში არეულობების დროს 21 ივნისს სომხეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში სწავლობს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს და 13-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ 20 ივნისს დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელი იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0