თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სომხეთში საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოაქვეყნა ადამიანთა სია, ვინც აქტივისტებს ფინანსური დახმარება გაიწიეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
რაზე ისაუბრეს სომხეთში საქართველოს ელჩმა და ფაშინიანმა >>
10-დან 23 აპრილამდე შემოწირულობების თანხამ დაახლოებით 16 000 დოლარი შეადგინა. სიაში არიან ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან. ზოგიერთები სრულად არიან წარმოდგენილი, ზოგმა კი ვინაობის ანონიმურობა შეინარჩუნა და მხოლოდ ერთი სახელი მიუთითა.
სიაში ფიგურირებს ცნობილი მოჭადრაკე, რუსი ოპოზიციონერი მოღვაწე ჰარი კასპაროვი, რომელმაც დაახლოებით 20 დოლარი გადარიცხა.
შემოწირულობის მინიმალური თანხა 1000 დრამია (2 დოლარზე მეტი). ასეთი თანხა გადარიცხა ლუსინემ შვედეთიდან. ხოლო ყველაზე ხელგაშლილი აღმოჩნდა ერევნის მკვიდრი, რომელმაც ორი მილიონი დრამი გადარიცხა (დაახლოებით 4,2 ათასი დოლარი).
სომხეთის ყოფილი პრემიერი სერჟ სარგსიანი მასობრივი საპროტესტო მოძრაობის ფონზე 23 აპრილს გადადგა. ოპოზიციამ პრემიერის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წამოაყენა. სამშაბათს მმართველი რესპუბლიკური პარტიის ფრაქციამ უმრავლესობის უფლებით ისარგებლა და ფაშინიანის კანდიდატურა ჩააგდო.
სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანი პრემიერად არ აირჩია >>
საპასუხოდ ოპოზიციონერმა მოქალაქეებს 2 მაისს ტოტალური გაფიცვისკენ მოუწოდა. ერევანსა და მის ფარგლებს გარეთ ყველა სატრანსპორტო კვანძი და ინფრასტრუქტურა გადაიკეტა. საღამოს 2 მაისს რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ მზად არიან დაუჭირონ მხარი ოპოზიციონერ კანდიდატს განმეორებით კენჭისყრაზე, რომელიც 8 მაისს ჩატარდება.