„კვებითი ბოროტება“ — ჭყონიას McDonald's-ს ერევანში სომხური ქაბაბის მტერი უწოდეს

CC0 / Pixabay / McDonald's-ის ლოგო
McDonald's-ის ლოგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე არაერთმა სომეხმა ბიზნესმენმა იბრძოლა McDonald's–ის გახსნის უფლების მოსაპოვებლად, მაგრამ ეს უფლება მხოლოდ ჭყონიას მისცეს.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საზოგადოებრივი კვების სომხურ ბაზარზე McDonald's-ის „შეჭრას“ ექსპერტები სახიფათოდ მიიჩნევენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Sputnik–Армения.

სომხეთის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიურ-ნოოსფერული კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავიდ პიპოიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერევნის ცენტრალურ მოედანზე იგეგმება ადგილის გამოყოფა McDonald's-სთვის, რომელიც „კვებით ბოროტებას“ წარმოადგენს. 

თბილისის ერთ-ერთი „მაკდონალდსი“ - Sputnik საქართველო
თემურ ჭყონიას ერევანში McDonald's-ის გახსნას არ ანებებენ

მისი თქმით, უცხოურ სწრაფი კვების ქსელის პროდუქციას ბევრად სჯობს სომხური ეროვნული ფასტფუდი. კერძოდ, პიპოიანის აზრით, საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ მომზადების პროცესს კულინარ-სპეციალისტი არ აკონტროლებს.  

ამასთან, დავიდ პიპოიანმა საზოგადოებას მოახსენა, რომ სწრაფი კვების უცხოურ ქსელში მზა ნახევარფაბრიკატები გამოიყენება, რომლებშიც სხვადასხვა ქიმიკატებს ამატებენ, რათა პროდუქტმა დიდხანს გაძლოს. ეს ქიმიკატები კი თერმული დამუშავების შემდეგ საშიშ კანცეროგენებად გარდაიქმნება.

„მძლავრი თერმული დამუშავების შედეგად დიდი რაოდენობით ნახშირწყალბადების შემცველ პროდუქტებში აკრილამიდი წარმოიქმნება — კანცეროგენული ნივთიერება“, — განმარტა მან.  

გარდა ამისა, როგორც სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელმა განაცხადა, კარტოფილი ფრის შეწვისას ზეთი საათში ერთხელ არ იცვლება — როგორც ამას წესი მოითხოვს. გამომდინარე აქედან, აკრილამიდის გარდა, საკვებში ჩნდება დიდი რაოდენობით თავისუფალი რადიკალები, რაც ნაადრევ დაბერებასა და შაქრიან დიაბეტს იწვევს. 

პიპოიანის თქმით, სომხური ფასტფუდი, მაგალითად, ქაბაბი, ყველა ამ საშიშროებას მოკლებულია, ვინაიდან ჩვეულებრივი ფარშისგან მზადდება, რომელსაც ნატურალური მწვანილეული და სანელებლები ემატება და, რაც მთავარია, არ იწვება ზეთზე.  

მაკდონალდსი ბათუმში - Sputnik საქართველო
საქართველოს McDonald's-ი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

დავიდ პიპოიანი დარწმუნებულია, რომ McDonald's-ის სომხურ ბაზარზე „შეჭრა“, ყველაფერთან ერთად, ნეგატიურ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზეც, მიაყენებს რა დარტყმას ეროვნული სამზარეულოს რესტორნებს. 

აღსანიშნავია, რომ სომხეთის დედაქალაქში McDonald's-ის გახსნას ქართველი ბიზნესმენი თემურ ჭყონია გეგმავს. მისი თქმით, ეს საკითხი საბოლოოდ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადაწყდება, რომელიც სომხეთში მიმდინარე წლის მარტშია დაგეგმილი.  

აღსანიშნავია ისიც, რომ თემურ ჭყონია ერთადერთი მეწარმეა, რომელსაც McDonald's-ის წარმომადგენელთა დიდ შეხვედრაზე სომხეთში რესტორნის გახსნის უფლება მიენიჭა. მანამდე არაერთმა სომეხმა ბიზნესმენმა იბრძოლა McDonald's–ის გახსნის უფლების მოსაპოვებლად, მაგრამ ამაოდ. 

ყველა ახალი ამბავი
0