თემურ ჭყონიას ერევანში McDonald's-ის გახსნას არ ანებებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთი „მაკდონალდსი“
თბილისის ერთ-ერთი „მაკდონალდსი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესაში დაწყებული დევნის მიუხედავად, ქართველი ბიზნესმენი საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ქართველი ბიზნესმენი თემურ ჭყონია ორი წელია ცდილობს სომხეთში რესტორან McDonald's-ის გახსნას — მიღებულია ყველა საჭირო ნებართვა, მაგრამ პრობლემას მსოფლიო ბრენდის ობიექტის მშენებლობის ადგილი წარმოადგენს.

„მე მთავაზობენ ერევანში ხუთ ადგილს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პირველი McDonald's-ი დედაქალაქის მთავარ მოედანზე გაიხსნას. მოედანი რესტორნისთვის ყველაზე შესაფერის ადგილად მიმაჩნია“, — განუცხადა ჭყონიამ „Sputnik-სომხეთს“.

მისი თქმით, საკითხი მისი ერევანში ჩასვლის შემდეგ და ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

ჭყონიას ორსართულიანი რესტორნის აშენება ერევნის ცენტრში სურს. მოსახლეობის უმეტესობა ამას არ ეთანხმება. მათი თქმით, McDonald's-ი ქვეყნის მთავარი მოედნის იერსახეს დაამახინჯებს.

თუმცა ბიზნესმენი ფარხმალს არ ყრის და სომხური პრესისა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა მრავალრიცხოვან თავდასხმებს პასუხობს იმით, რომ სომხეთში პრექტის ბოლომდე მიყვანა გარდაუვალია.

მაკდონალდსი ბათუმში - Sputnik საქართველო
საქართველოს McDonald's-ი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
 ინფრასტრუქტურსათან და ბიზნესის აწყობასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრას ჭყონია თავის თავზე იღებს, ამასთან ერთად სომხეთში რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება.

მისი თქმით, სომხეთის წინაშე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების წინაშე, მოქალაქეების დასაქმების საკითხი დგას. დღეს საქართველოში McDonald's-ის სიტემაში 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. McDonald's-ი — ეს არამარტო ჰამბურგერებია, ეს მსოფლიო ბრენდია, რომელიც ქვეყანას მიმზიდველობას შესძენს, დარწმუნებულია ბიზნესმენი.

ჭყონია სომხეთში სწრაფი კვების შვიდი რესტორნის გახსნას გეგმავს. რესტორნის ასაშენებლად 1500 კვადრატული მეტრის ფართობია საჭირო.

სომხეთში სწრაფი კვების რესტორნის გახსნის საკითხი კომპანია McDonald's-ის ტოპ-მენეჯერების შეხვედრის ფარგლებში ორლანდოში (აშშ, ფლორიდა) წყდებოდა.

ცნობილი ქსელის პირველი რესტორანი თბილისში 1990-იან წლებში გაიხსნა. ამჟამად საქართველოში McDonald's-ის რამდენიმე რესტორანი მუშაობს. ბიზნესმენი საქართველოში აგრეთვე ფლობს Coca-Cola-ს ქარხანას და სხვა საწარმოებს.


ყველა ახალი ამბავი
0