07:03 19 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8554
  • 100 RUB3.8785
  • USD2.4586
ქორწილი ბაქოში

აზერბაიჯანელი სასიძო სტუმრებს ქორწილში მიუსვლელობის გამო უჩივის

© photo: Sputnik / ეკატერინა ჩესნოკოვა
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
30010

ადვოკატ საფარლის თქმით, "ბოლო დროს აზერბაიჯანში სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქორწილის გადახდას ერთგვარ ბიზნესად განიხილავენ".

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანელი სასიძო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს იმ სტუმრების წინააღმდეგ, რომლებიც ქორწილში არ გამოცხადდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო Vesti.Az-ზე დაყრდნობით.

"აზერბაიჯანში უჩვეულო სასამართლო პროცესის გამართვაა მოსალოდნელი. როგორც ადვოკატი ვიგარ საფარლი ამბობს, მავანმა პიროვნებამ, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ადვოკატს განუცხადა, რომ აპირებს სასამართლოში უჩივლოს იმ პირებს, რომლებიც, დაპატიჟების მიუხედავად, ქორწილში არ მივიდნენ", — წერს სააგენტო.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატ საფარლის თქმით, "ბოლო დროს აზერბაიჯანში სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქორწილის გადახდას ერთგვარ ბიზნესად განიხილავენ".

სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი სარჩელის დაკმაყოფილება არარეალურად გამოიყურება.

მთავარი თემები