თბილისი, 24 მარტი — Sputnik. იაპონიაში, აიტის პრეფექტურაში პოლიციელს იმის გამო დასდეს ბრალი ძალადობაში, რომ დაზარალებულს გასამხნევებლად მხრებზე ხელი მოხვია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეკომპანია NHK-ზე დაყრდნობით.
დაზარალებულმა ქალმა პოლიციას ოჯახში ძალადობის საჩივრით მიმართა. პოლიციელმა, რომელიც მისი საქმით იყო დაკავებული, ქალს შეხვედრა განყოფილების გარეთ, არასამუშაო დროს დაუნიშნა.
პოლიციელის თქმით, სწორედ ამ შეხვედრის დროს მან "გამხნევების მიზნით" მხრებზე ხელი მოხვია ქალს. მან კი ისევ სამართალდამცველებს მიმართა ძალადობაზე ახალი საჩივრით — ამჯერად წესრიგის დამცველის მხრიდან.
აიტის პრეფექტურის პოლიციის განყოფილებამ საქმე აღძრა. "დამნაშავე" პოლიციელს ბრალი წარედგინა და საქმე პროკურატურაში გადააგზავნეს, რის შემდეგაც პოლიციელმა გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა.