თბილისი, 27 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანელი სასიძო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს იმ სტუმრების წინააღმდეგ, რომლებიც ქორწილში არ გამოცხადდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო Vesti.Az-ზე დაყრდნობით.
"აზერბაიჯანში უჩვეულო სასამართლო პროცესის გამართვაა მოსალოდნელი. როგორც ადვოკატი ვიგარ საფარლი ამბობს, მავანმა პიროვნებამ, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ადვოკატს განუცხადა, რომ აპირებს სასამართლოში უჩივლოს იმ პირებს, რომლებიც, დაპატიჟების მიუხედავად, ქორწილში არ მივიდნენ", — წერს სააგენტო.
აღსანიშნავია, რომ ადვოკატ საფარლის თქმით, "ბოლო დროს აზერბაიჯანში სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქორწილის გადახდას ერთგვარ ბიზნესად განიხილავენ".
სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი სარჩელის დაკმაყოფილება არარეალურად გამოიყურება.