ალექსანდრა მაქსიმოვა

ალექსანდრა მაქსიმოვა - ინტეგრაციული მედიცინის სპეციალისტი, სამედიცინო ფსიქოლოგი, ნუტრიციოლოგი. ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „Miraculum“-ის (თბილისი) ინოვაციების დირექტორი. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ალექსანდრას დიდი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვს სამედიცინო სფეროში. 16 წლიდან, ორ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო კლინიკებში მედდად. 2007 წელს „სამედიცინო ფსიქოლოგის“ დიპლომი მიიღო, თუმცა მეორე სპეციალობით - ფინანსისტად დაიწყო მუშაობა. მოხდა ისე, რომ სამი წლის შემდეგ, ნელ-ნელა კვლავ მოუწია დაბრუნება მედიცინაში - ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი სპეციალისტი ვერ დაეხმარა მის შვილს რომელიც დაავადებულია აუტიზმის უმძიმესი ფრომით. ალექსანდრას მოუწია მეუღლესთან - ანდრეი მაქსიმოვთან ერთად თავად აეღო ხელში მართვის სადავეები და ამჯერად უკვე საქართველოში, თანამოაზრეებთან ერთად ორგანიზება გაეკეთებინა საუკეთესო საერთაშორისო ექსპერტებისა და თანამედროვე სამედიცინო ინოვაციების მოძიებისათვის. ბოლო წლების მანძილზე შემუშავდა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მქონე ბავშვებთან მუშაობის მოდელები, რომლებიც ინტეგრაციულ მედიცინაზეა დაფუძნებული. ალექსანდრას დღეს 30-ზე მეტი პაციენტი ჰყავს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მყარად უმჯობესდება.
ალექსანდრა მაქსიმოვა - Sputnik საქართველო
6 მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0