03:17 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
10310

კანდიდატის გაუქმების ოფიციალური პროცედურა არ არსებობს, ნებისმიერ შემთხვევაში პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები ბიულეტენებში აუცილებლად იქნებიან, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციის შესაძლო ბოიკოტის მიუხედავად მეორე ტური ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

„ლელო“, „გირჩი“ და „ლეიბორისტები“ დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებენ>>

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებას მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ერთმანდატიან ოლქებში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას.

„არ არსებობს კანდიდატის გაუქმების ოფიციალური პროცედურა, ნებისმიერ შემთხვევაში პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები აუცილებლად იქნებიან ბიულეტენში“, – განაცხადა ჟვანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისი აზრით, თითოეულმა ადამიანმა პატივი უნდა სცეს ამომრჩეველს, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, მათ დამოკიდებულებას.

„მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა სცეს ამომრჩეველს პატივი. იმ ორ მილიონ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა და დააფიქსირა საკუთარი ნება, მიუხედავად იმისა, ვისი ამომრჩეველიც არ უნდა ყოფილიყო. ეს ეხება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას. მოსახლეობა ელოდება პარლამენტში თავის წარმომადგენელს“, – აღნიშნა ჟვანიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს საპარლამენტო მანდატებზე>>

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 16 საარჩევნო ოლქში გაიმართება. აქედან რვა – თბილისში.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები 31 ოქტომბერს აირჩიეს. არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა. ხმების უმრავლესობა – 48,15% მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

პროტესტის ნიშნად პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ლეიბორისტული პარტია“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და თავიანთ მანდატებზე უარს ამბობენ. ისინი შედეგების გაუქმებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ოპოზიციის ბოიკოტი: უარი პარლამენტში შესვლაზე და მეორე ტურში მონაწილეობაზე>>

არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. ამომრჩევლები 120 დეპუტატს პარტიული სიებით, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით ირჩევდნენ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)

მთავარი თემები