თალაკვაძე: არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ უარი ვთქვათ დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე

© photo: Parliament of Georgia / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გლობალური კრიზისის პირობებში უარი თქვას დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. პანდემიის მიუხედავად საქართველომ დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა, ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეს-ცენტრი ავრცელებს.

ოქსი: მოვუწოდებთ ახალ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს და დაიწყოს მოქმედება>>

მისი თქმით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დაადასტურეს და, ამასთან, დაადასტურეს მოქალაქეებმა, რომლებმაც პანდემიის პირობებში ასეთი მაღალი აქტივობით მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა.

ოპოზიციის აქცია პარლამენტის შენობის წინ - Sputnik საქართველო
რა მოხდება, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის? – ექსპერტის მოსაზრება

„ამით მოქალაქეებმა პოლიტიკოსებს გვითხრეს, რომ სტაბილური პოლიტიკური სისტემა სჭირდებათ, სადაც არა ბოიკოტი და დესტრუქცია, არამედ საქმიანი პოლიტიკა იქნება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციური პარტიების მომხრეები გუშინ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბათილად ცნობა მოითხოვეს. მათ პირობა დადეს, რომ ყოველდღე შეიკრიბებიან, სანამ ხელისუფლება ხელმეორე კენჭისყრას არ დანიშნავს. როგორც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა განაცხადა, ისინი უარს ამბობენ ახალ პარლამენტში შესვლაზე.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მიუხედავად ოპონენტების წინასწარი განცხადებებისა, ახალი მოწვევის პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება და დაიწყებს საქმიანობას.

„ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გლობალური კრიზისის პირობებში უარი თქვას დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტი შეკრებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც დასრულდება არჩევნების მთელი პროცედურა, მათ შორის მეორე ტურები ერთმანდატიან ოლქებში, ანუ დაახლოებით ერთი თვის მერე.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკომ ხმების 100% დაითვალა: „ოცნება" 48,15%, „ძალა ერთობაშია" 27,14%

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. 

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, მეორე ტური არჩევნების შემდეგ მესამე შაბათს – 21 ნოემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას ის ორი კანდიდატი მიიღებს, რომლებმაც პირველ ტურში ხმების უმრავლესობა მოიპოვეს. ბოლო მონაცემებით, საქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 16 ოლქში – თბილისის ყველა და რეგიონების რვა ოლქში ჩატარდება. 

მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა საარჩევნო სუბიექტი მოხვდება: როგორ გადანაწილდება მანდატები>>

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო, მაჟორიტარობის კანდიდატებს კი ხმების 50%-ზე მეტი უნდა მოეპოვებინათ.

ყველა ახალი ამბავი
0