კოქსი: მოვუწოდებთ ახალ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს და დაიწყოს მოქმედება

© courtesy of David Narmaniaსაქართველოსა და ევროსაბჭოს დროშები
საქართველოსა და ევროსაბჭოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტინი კოქსის განცხადებით, საქართველოს ევროსაბჭოს წინაშე ვალდებულება აქვს აღებული და უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია.

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდელმა დეპუტატმა ტინი კოქსმა ახალ პარლამენტს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს და დაიწყოს ფუნქციონირება, რათა გააუმჯობესოს საკანონმდებლო ჩარჩო კამპანიების ზედამხედველობის მიმართულებით.

ქართველ ამომრჩევლებს, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და არ შეუშინდნენ კორონავირუსის პანდემიას, მადლობა გადაუხადა.

არჩევნები 2020 - Sputnik საქართველო
თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს

ტინი კოქსმა ქართველ ამომრჩევლებს, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და არ შეუშინდნენ კორონავირუსის პანდემიას, მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ ამ არჩევნების გამართვით საქართველომ ევროსაბჭოს სხვა 46 წევრ ქვეყანას აჩვენა, რომ არჩევნების გამართვა შესაძლებელია პანდემიის პერიოდშიც კი.

მისი განცხადებით, ის, რომ საქართველომ მოახერხა არჩევნების ორგანიზება ასეთ პირობებში, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანას დემოკრატიის არ ეშინია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც არსებობს გარკვეული ხარვეზები, აღნიშნა კოქსმა. 

„ახლა საჭიროა მეტი დემოკრატია. ზოგადად, საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი იყო, მაგრამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს სინანულს, რომ საქართველოში მაინც არ არის კარგად წარმოდგენილი ნათელი წესები კამპანიის დაფინანსების კუთხით. ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს არჩევნებზე და ცუდ სიგნალს აძლევს მოქალაქეებს“, – განაცხადა კოქსმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აჯამებენ – ექსპერტების პროგნოზები>>

კოქსის განცხადებით, საქართველოს ევროსაბჭოს წინაშე აქვს ვალდებულება აღებული, რომ დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, რაც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას“, – განაცხადა ტინი კოქსმა.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი აირჩია საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

არჩევნების მეორე ტური მაჟორიტარულ ოლქებში 21 ნოემბერს ჩატარდება>>

ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0